14 ნოემბერი, 2018
"უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო"
ქალბატონი, რომელიც მედგრად დაუდგა თავს დატეხილ პრობლემებს, დღეს სრულიად თავისუფალია და გადაწყვეტილებებსაც თამამად იღებს. ქალბატონი ლალის ამბავს, ოდნავი კორექტირებით, ჟურნალი "გზა" გთავაზობთ:

"მოკლედ, როცა გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ხშირად ნასვამი ან მთვრალი იყო... როცა მივხვდი, რომ ვერ დადგებოდა მისგან ოჯახის კაცი, უკვე გვიანი იყო, მაშინდელი მენტალიტეტით, დანიშნულების დაშორება არ შეიძლებოდა, მკვლელობა მოჰყვებაო. მერე შევეგუე ბედს და დავკარგე საკუთარი "მე".

ნელ-ნელა გავხდი ნერვიული, შვილზე მოძალადე ქალი, რომელიც ამ ფორმით ქმრის სმას აპროტესტებდა...

ქმრის ლოთობას არც შვილის შეძენამ
უშველა. პირველი შვილის, გიოს დაბადებისას ძლივს უპოვიათ მთვრალი და საორდინატოროში მიაძინეს. როცა შვილის დაბადება ამცნეს, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს... ერთი კვირის თავზე ისეთი ნაბეგვი მოიყვანა ვიღაცამ სახლში, დილით არც ახსოვდა, რატომ, სად, ვინ, რისთვის გალახა. 

23-ის ვიყავი მაშინ, ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვხედავდი, ვერ ვეგუებოდი რეალობას... გადავწყვიტე, შვილები აღარ გამეჩინა... ჩემმა მეჯვარემ მოინდომა, განათლება მიმეღო და ჩემს მშობლებს შეუთანხმდა. ფასიან ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს, მოსამზადებელი თანხა ჩემებმა გადამიხადეს, პირველი კურსის თანხა - მეჯვარის მეუღლემ და ბინაშიც მათთან ვიყავი. მერე ძმის სახლი შემოგვთავაზეს და ჩემი მეუღლეც ჩამოიყვანეს, რადგან ხელოსნობა შეეძლო და - სამუშაოს იშოვის, ბინასაც იყიდითო, მეუბნებოდნენ...

9 წელი ვიცხოვრეთ ნაძალადევში და ვინ იცის, რამდენი ბინის ფული წავიდა მის სასმელში. რამდენი შიმშილი, სიცივე გადავიტანეთ, მაშინ, როცა თვითონ ჰარი-ჰარალეთი ცხოვრობდა! ქუჩის ქალებს სახლში მოათრევდა, ლოთებთან მეგობრობდა, იკარგებოდა! ერთხელ ლამის ტელევიზიაში გამოვაცხადე... ჩემი თავი მეზიზღება, იმ წლებს რომ ვიხსენებ. როგორ სასტიკად ვექცეოდი ჩემს შვილს! არ იყო გიორგი საცემ-საყვირალი ბავშვი! როგორ იტანდა მძიმე ცხოვრებას! რა ერქვა ჩემს სტუდენტობას, ვერ გეტყვით... ძალიან მომინდა მეორე შვილის გაჩენა და ვუთხარი ჩემს ქმარს, - სმას თავი დაანებე და შვილს გავაჩენ-მეთქი... - ვინ გეხვეწებაო?!

მაშინ გადავდგი პირველი, საშინელი ნაბიჯი ცოდვისკენ... კიდევ ორჯერ გამეორდა ეს... მერე 12 წლის გიო გამიხდა ძალიან ცუდად და უკვე გადავწყვიტე, გამეჩინა მეორე... მეგონა, მთავარი გავლილი მქონდა... ბევრჯერ მანატრებინა ქმარმა 9 თვის მანძილზე, - ნეტავ მკვდარი დაიბადოს-მეთქი! რა არ გადავიტანე, მაშინ უკვე ბოლნისში ვიყავით... ცოცხალი კი დაიბადა ბავშვი, მაგრამ 11 თვით იყო მოვლინებული ამქვეყნად მხოლოდ... ამის მერე ბევრი რამ გადაფასდა ჩემს გონებაში. ვიფიქრე, ბიჭი წამოიზრდება და ჩემი ქმარიც შეიცვლება-მეთქი... ბედის ირონიაა! მერე ქმარი წავიდა უკრაინაში ოჯახის "ასაშენებლად". თავისთვის მოიწყო კიდეც ცხოვრება... მე კი უკრაინაში ჩასული, მუხლებზე ხოხვით, ასეთ კაცს ვეხვეწებოდი, არ მიმატოვო-მეთქი! მეგონა, მარტო ვერაფერს შევძლებდი, თუმცა, არასოდეს დამიკრეფია გულხელი! და როცა ისევ ჩემი მეგობრების წყალობით გონება გამინათდა, მივხვდი, რომ უმისოდ განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS