ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ. თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი
თამაზ ნამგალაურს საკუთარი ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი...
არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა. გაცილება არ შედგა.
არადა, სპორტსმენს არაფერი არ აკლდა – ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ გაუვლია...
გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა – როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა
დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა, ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს და ძალადობის მცდელობა მცდელობად დარჩა.
გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგონას მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იმავე ხერხებით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე კვლავ ვერ მოახერხა.
გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა – სასტუმრო "უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოისტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, ეს სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მიზერულად მცირე დანაშაულს წარმოადგენდა. განაგრძეთ კითხვა: