05 ოქტომბერი, 2018
"ისევ ქურდებისგან გავარკვიე, ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი ქურდის დაკვეთილი რომ იყო" - რას ყვება კახა კალაძის ძმის მკვლელობის გამომძიებელი?!
ბათო საღინაძეს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, 21-ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე რეზონანსული საქმის - ლევან კალაძის გატაცება-მკვლელობის გამოძიება სთხოვეს. დღეს გამომძიებელი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება დევნა-შევიწროებისა და თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდა - სასამართლომ მას გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დასდო ბრალი და 7 წლით აღუკვეთა თავისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუ საღინაძე დამნაშავე მაღალჩინოსნების კვალზე გავიდა, რაც მავანს არ მოეწონა და ამას შეეწირა პროფესიონალი სამართალდამცველის თავისუფლება.

- პენსიაზე გასულს, პატრიარქმა კრწანისის ულამაზესი ტყეპარკი ჩამაბარა, იმას ვუვლიდი,
როცა ლევან კალაძის გატაცების საქმის გამოძიება შემომთავაზეს. თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ კალაძეების სიბრალულმა და პროფესიულმა ჟინმაც მაინც თავისი ქნა და დავიწყე გამოძიება...

თანაც კალაძეებმა მითხრეს, საქმის გახსნისთვის 200 ათასი დოლარი გვთხოვეს, მივეცით და მიისაკუთრეს, მაგრამ აღარ განვაცხადეთ, ამას რა აზრი აქვსო. ისევ ქურდებისგან გავარკვიე, ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდის" დაკვეთილი რომ იყო. როგორც კი ამ უკანასკნელმა იგრძნო, რომ საქმეს გავხსნიდი, "ქურდებმა" ირაკლი ოქრუაშვილის თანხმობით, პროკურატურის ანგარიშზე 2 მილიონი ევრო გადმორიცხეს (გაცხადებული მაქვს პროკურატურაში), საქმეზე ჩემს ჩამოსაშორებლად, რაც ოქრუაშვილმა სახელმწიფო სისტემის დახმარებით განახორციელა.


კახა და ლევან კალაძეები 

Rating

ამ საქმის გამოძიება დევნა-შევიწროებისა და თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდა - გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დამდო ბრალი და 7 წლით აღმიკვეთა თავისუფლება.

დამნაშავე მაღალჩინოსნების კვალზე რომ გავედი, მავანს არ მოეწონა და ამას შეეწირა ჩემი თავისუფლებაც. ბევრ არამზადა მაღალჩინოსანს სიმშვიდე დავურღვიე და ვიდრე დანაშაულის დამკვეთებს გამოვააშკარავებდი, მათ ჩემი იზოლირება განიზრახეს. ოქრუაშვილი მაღალჩინოსანი დამნაშავეების გავლენის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც უკანო-ნოდ ჩამომაშორა საქმის გამოძიებას. მან ჯერ სამსახურიდან გამომაგდო, შემდგომ კი მისი უკანონო ბრძანებით, მე და ჩემი 9-წევრიანი ოჯახი ყაჩაღურად გამოგვყარეს კანონიერი საცხოვრებლიდან და მიიტაცეს ჩემი ოჯახის საკუთრება. "ნაციონალები" თავდაპირველად მართლა ცდილობდნენ საქმის გახსნას, ამიტომაც გამომიძახეს, შემდეგ კი უკან დაიხიეს და მათთვის დიდი პრობლემა შევიქენი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS