21 მაისი, 2013
მეზობელმა ცოლი ჩემ თვალწინ გააუპატიურა
მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია. ექვსი თვეა, რაც ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა. 50 წლის ქალი ვარ. ქმარი ორი წლის წინ დამეღუპა და ჩემი ერთადერთი გოგონა წლებია ამერიკაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გამიხარდა მათი გადმოსვლა, ხმის გამცემი მაინც მეყოლება-მეთქი.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად კარგად, რომ ლამის ყოველ საღამოს მათთან ვიყავი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვაწუხებდი, ცოლი მეძახდა, მარტო დარჩენის ეშინოდა და როგორც კი ქმარი დაბრუნდებოდა, სახლში მოვდიოდი.

ერთხელ
ეკამ შემომჩივლა, სერგო ამ ბოლო დროს ჩემზე ძალას ხმარობს, წინააღმდეგობას არ ვუწევ, მაგრამ მაინც ძალადობს, არ მესმის, რა სიამოვნებას ანიჭებს ეს თამაშიო. თან ტიროდა. მერე ჩუმად გასაღები მომცა, იცოდე, ჩემი კივილი თუ გაიგო, არ მოგერიდოს, პირდაპირ შემოდიო.

იმ ღამეს ამ გოგოს დარდმა არ დამაძინა, უკვე შვილივით მიყვარდა. მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია.

ერთი კვირის შემდეგ შუაღამეს განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მაშინვე ვიცანი ეკას ხმა და ხალათმოსხმული გავიქეცი. გასაღები ბალიშის ქვეშ მქონდა და თან გავიყოლე. სახლში რომ შევედი საშინელი სცენა დამხვდა.

პირდაპირ გეტყვით, სერგო ეკაზე ძალადობდა. რომ დამინახა, გაგიჟებულმა დამიყვირა არ მომეკარო, თორემ ეკას მოვკლავო. ხელში დანა ეკავა. არ ვიცი, როგორ გავძელი იმ ოთახში რამდენიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, კაცმა ჟინი რომ დაიცხრო, ეკას თავი დაანება. გოგონა იმ ღამეს ჩემთან წამოვიყვანე. მეორე დღეს კი მშობლებმა წაიყვანეს.

იმ ღამის შემდეგ სერგო აღარ გამოჩენილა. სახლი დაკეტილია, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, მგონია, რომ აუცილებლად იძიებს შურს. 

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
სსსს
რატომ გგონიათ რომ დაუჯერებელია? თუ თავის გასულელება გინდათ არ ვიცი, მაგრამ უარესიც შეიძლება ხდებოდეს და ამ დროში არაპერია დაუჯერებელი.
09:54 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაცო
აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ მცხვენია რომ ქართველი ვარ და ამ სტატიის მითუმეტეს..რადგან ტქვენს ირგვლივ არ ხდება ხალხო ასეთი რამ ნუ გგონით რომ ეს ტყუილია მესმის ვინმემ პირადად ეს ისტორია მოიგონა მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგია ასეთი ფაქტი განსაკუთრებით სოფლებში ასე რომ სანამ პირს დააგებთ და მტკიცებას დაიწყებთ რომ სისულელე ამბავია ასე არ არის ყველას არ აქვს სამწუხაროდ თქვენნაირი დალხენილი ცხოვრება.
21:51 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თემუკა
ლუკა გაგიჟდი გუშინ ფეხბურთი კი არა რაგბი იყო
21:24 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ მაინტერესებს გუშინდელი ფეხბურთი როგორ დამთავრდა
21:20 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დაჩი
ეს მართლაც მოგონილი ისტორიაა მე ამ რაღაცეების არ მჯერა
21:17 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS