21 მაისი, 2013
მეზობელმა ცოლი ჩემ თვალწინ გააუპატიურა
მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია. ექვსი თვეა, რაც ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა. 50 წლის ქალი ვარ. ქმარი ორი წლის წინ დამეღუპა და ჩემი ერთადერთი გოგონა წლებია ამერიკაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გამიხარდა მათი გადმოსვლა, ხმის გამცემი მაინც მეყოლება-მეთქი.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად კარგად, რომ ლამის ყოველ საღამოს მათთან ვიყავი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვაწუხებდი, ცოლი მეძახდა, მარტო დარჩენის ეშინოდა და როგორც კი ქმარი დაბრუნდებოდა, სახლში მოვდიოდი.

ერთხელ
ეკამ შემომჩივლა, სერგო ამ ბოლო დროს ჩემზე ძალას ხმარობს, წინააღმდეგობას არ ვუწევ, მაგრამ მაინც ძალადობს, არ მესმის, რა სიამოვნებას ანიჭებს ეს თამაშიო. თან ტიროდა. მერე ჩუმად გასაღები მომცა, იცოდე, ჩემი კივილი თუ გაიგო, არ მოგერიდოს, პირდაპირ შემოდიო.

იმ ღამეს ამ გოგოს დარდმა არ დამაძინა, უკვე შვილივით მიყვარდა. მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია.

ერთი კვირის შემდეგ შუაღამეს განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მაშინვე ვიცანი ეკას ხმა და ხალათმოსხმული გავიქეცი. გასაღები ბალიშის ქვეშ მქონდა და თან გავიყოლე. სახლში რომ შევედი საშინელი სცენა დამხვდა.

პირდაპირ გეტყვით, სერგო ეკაზე ძალადობდა. რომ დამინახა, გაგიჟებულმა დამიყვირა არ მომეკარო, თორემ ეკას მოვკლავო. ხელში დანა ეკავა. არ ვიცი, როგორ გავძელი იმ ოთახში რამდენიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, კაცმა ჟინი რომ დაიცხრო, ეკას თავი დაანება. გოგონა იმ ღამეს ჩემთან წამოვიყვანე. მეორე დღეს კი მშობლებმა წაიყვანეს.

იმ ღამის შემდეგ სერგო აღარ გამოჩენილა. სახლი დაკეტილია, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, მგონია, რომ აუცილებლად იძიებს შურს. 

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
იპოლიტე
მიეცი კეისარს კეისრისაოოოო :D
14:27 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმიტრი
ვწუხვარ დალიან შემძრა ამ ამბავმა. ეგ უკვე ავამდყოფობაა.არ მესმის ეგეთი საქციელი,.
03:04 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნადია შ.
კარგით რა :D რას ფანტაზიორობთ ნეტავ:D
00:06 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS