21 მაისი, 2013
მეზობელმა ცოლი ჩემ თვალწინ გააუპატიურა
მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია. ექვსი თვეა, რაც ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა. 50 წლის ქალი ვარ. ქმარი ორი წლის წინ დამეღუპა და ჩემი ერთადერთი გოგონა წლებია ამერიკაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გამიხარდა მათი გადმოსვლა, ხმის გამცემი მაინც მეყოლება-მეთქი.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად კარგად, რომ ლამის ყოველ საღამოს მათთან ვიყავი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვაწუხებდი, ცოლი მეძახდა, მარტო დარჩენის ეშინოდა და როგორც კი ქმარი დაბრუნდებოდა, სახლში მოვდიოდი.

ერთხელ
ეკამ შემომჩივლა, სერგო ამ ბოლო დროს ჩემზე ძალას ხმარობს, წინააღმდეგობას არ ვუწევ, მაგრამ მაინც ძალადობს, არ მესმის, რა სიამოვნებას ანიჭებს ეს თამაშიო. თან ტიროდა. მერე ჩუმად გასაღები მომცა, იცოდე, ჩემი კივილი თუ გაიგო, არ მოგერიდოს, პირდაპირ შემოდიო.

იმ ღამეს ამ გოგოს დარდმა არ დამაძინა, უკვე შვილივით მიყვარდა. მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია.

ერთი კვირის შემდეგ შუაღამეს განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მაშინვე ვიცანი ეკას ხმა და ხალათმოსხმული გავიქეცი. გასაღები ბალიშის ქვეშ მქონდა და თან გავიყოლე. სახლში რომ შევედი საშინელი სცენა დამხვდა.

პირდაპირ გეტყვით, სერგო ეკაზე ძალადობდა. რომ დამინახა, გაგიჟებულმა დამიყვირა არ მომეკარო, თორემ ეკას მოვკლავო. ხელში დანა ეკავა. არ ვიცი, როგორ გავძელი იმ ოთახში რამდენიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, კაცმა ჟინი რომ დაიცხრო, ეკას თავი დაანება. გოგონა იმ ღამეს ჩემთან წამოვიყვანე. მეორე დღეს კი მშობლებმა წაიყვანეს.

იმ ღამის შემდეგ სერგო აღარ გამოჩენილა. სახლი დაკეტილია, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, მგონია, რომ აუცილებლად იძიებს შურს. 

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
დავით
იპოლიტე, ძალიან მაგარი კომენტარი იყო :DDD აბა ამ სისულელეზე სერიოზული კომენტარი რატომ უნდა გააკეთო არ მესმის :))))))))
01:37 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
შეიძლება,თვითონ ეს სტატია შეთხზულია მაგრამ,ასეთი ფაქტები მრავლად ხდება,თუმცა არ ხმაურდება,ცოლებს სცხვენიათ და ქმრებს ძმაკაცებთან "უტყდება" ან "ბლატაობს" და ამის მერე მიდიან და ქალის და ვაჟკაცობის სადღეგრძელოებს სვამენ. მართალია ყვეა ქართველი კაცი ასე არ იქცევა მაგრამ სერგოს მსგავსები მრავლად არიან. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო,ასეთ მდგომარეობაში,ფეხმძიმობის დროს ქმარმა გააუპატიურა,რის შედეგადაც ბავშვი დაეღუპა,ოჯახი კი დაენგრა:(((( თუმცა პოლიციაში ვერ იჩივლა,შერცხვა და ვერც ოჯახის წევრებს გაანდო მისი ტრაგედიის მთავარი მიზეზი...
19:08 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვატა
ცოლს მოარტყა რა :)
12:24 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ინა
ნეტა რას ამტკიცებთ ყველაფერზე ზღაპარია და არ გვჯერაო? რა არის დაუჯერებელი დღევანდელ ცხოვრებაში, მაშინ როცა აივსო ავადმყოფებით ეს ქვეყანა და ამაზე მეტი საშინელებების ჩადენაც კი შეუძლიათ.
10:59 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ოხხ რა ცხელცხელი სტატიაა ქართველი ჩვენ მაკაცები არასდროს არ ვძალადობთ სექსუალურ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალებზე ეს სტატია ზღაპარი მგონია მე პირადად.. უბრალოთ სტატია რომ გასაღდეს ამ მიზნით დაწერილი ეგ რომ მართლა მასე იყოს ამ ქალს არავინ ყავდა პატრონი? ან პოლიციისათვის მაინც მიემართა და შემაკავებელ ორდერს გამოუწერდნენ
00:28 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Nანა
კი ნამდვილად არის ასეთი შემთხვევები. Pირადად მეც ვიცნობ ასეთ წყვილს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პიროვნებაა..... Gინდ დაიჯერეთ გინ არა
18:53 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
მართლაც ამ ჟურნალისტებმა სულ გაუბერეს,ოღონდ რამე დაწერონ და ფული აკეთონ.ჩვენ კი მათ ნაბოდვარს ვკითხულობთ და თან კომენტარს ვაკეთებთ
18:26 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
რას ამბობ ახლა ტყუილია და ქარტველი კაცები ამას არ აკეტებენ, ქარტველები ხარტ ცხოველები! ასეტი 1უჯრედიანი მამაკაცები დედამიწაზე მხოლოდ ირანს ყავს და ავრანეტს ვიცნ სემაგინოტ დედა მანდ გყავტ და მიდიტ.
17:53 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიტე
ხალხო ეს ჟურნალისტები სისულელეებს წერენ! უღონდ რაიმე სისაძაგლე და ენითაუწერელი საშინელება მოიფიქრონ და ყველაფერს ჩმახავენ, ნუ დაუჯერებთ!
16:37 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკას დედას მივმართავ
მეზობელი რატომ უნდა გებულობდეს შენს შვილზე რომ ქმარი ასეთ დღეში აგდებს?პირადად მე ერთი გოგო მყავს და ვიცი რასაც ვიზავ თუ ვინმე რამე ისეთს გაუბედავს რაც მას არ სურს,ზოგმა გაიგო კიდეც რა შემიძლიააა და ეხლა მყავს მშვიდად და ბედნიერად ჩემი სიცოცხლეეე ქალბატონიიიიი.იმას ვენაცვალე ჩემი ცხოვრებაააა
15:13 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS