21 მაისი, 2013
მეზობელმა ცოლი ჩემ თვალწინ გააუპატიურა
მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია. ექვსი თვეა, რაც ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა. 50 წლის ქალი ვარ. ქმარი ორი წლის წინ დამეღუპა და ჩემი ერთადერთი გოგონა წლებია ამერიკაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გამიხარდა მათი გადმოსვლა, ხმის გამცემი მაინც მეყოლება-მეთქი.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად კარგად, რომ ლამის ყოველ საღამოს მათთან ვიყავი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვაწუხებდი, ცოლი მეძახდა, მარტო დარჩენის ეშინოდა და როგორც კი ქმარი დაბრუნდებოდა, სახლში მოვდიოდი.

ერთხელ
ეკამ შემომჩივლა, სერგო ამ ბოლო დროს ჩემზე ძალას ხმარობს, წინააღმდეგობას არ ვუწევ, მაგრამ მაინც ძალადობს, არ მესმის, რა სიამოვნებას ანიჭებს ეს თამაშიო. თან ტიროდა. მერე ჩუმად გასაღები მომცა, იცოდე, ჩემი კივილი თუ გაიგო, არ მოგერიდოს, პირდაპირ შემოდიო.

იმ ღამეს ამ გოგოს დარდმა არ დამაძინა, უკვე შვილივით მიყვარდა. მეორე დღეს დალურჯებული გვერდები და ფეხები მაჩვენა, ღამე სერგოს ცემაც არ დაუკლია.

ერთი კვირის შემდეგ შუაღამეს განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მაშინვე ვიცანი ეკას ხმა და ხალათმოსხმული გავიქეცი. გასაღები ბალიშის ქვეშ მქონდა და თან გავიყოლე. სახლში რომ შევედი საშინელი სცენა დამხვდა.

პირდაპირ გეტყვით, სერგო ეკაზე ძალადობდა. რომ დამინახა, გაგიჟებულმა დამიყვირა არ მომეკარო, თორემ ეკას მოვკლავო. ხელში დანა ეკავა. არ ვიცი, როგორ გავძელი იმ ოთახში რამდენიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, კაცმა ჟინი რომ დაიცხრო, ეკას თავი დაანება. გოგონა იმ ღამეს ჩემთან წამოვიყვანე. მეორე დღეს კი მშობლებმა წაიყვანეს.

იმ ღამის შემდეგ სერგო აღარ გამოჩენილა. სახლი დაკეტილია, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, მგონია, რომ აუცილებლად იძიებს შურს. 

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნიკა
ვერ გავიგე თუ ცოლი წინააღმდეგობას არ უწევდა მაშინ მაზოხისტი იყო ეს სერგო მაინც ძალას რომ ხმარობდა? ისე მეც მინდება ხანდახან ძალის ხმარება გოგოებზე :დ
18:54 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
უბრალოდ გადახედეთ ყველა სტატიას და ყველგა ეს წერია "არ მჯერა-არ მჯერაო".. არ გჯერა, ნუ გჯერა, იცვლება ამით რამე???
17:57 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
აუ, იცი რაზე მეშლება ნერვები? ყველა ისტორიის კომენტარები "არ მჯერაო"_თი რომ იწყება! ხალხნო რა არის აქ დაუჯერებელი?! სერგო ვამპირად გადაიქცა მერე თუ რა?! :D :@
17:55 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
ბოდიშით მაგრამ არ მჯერა ესეთი ისტორიების ......ჟ ნუთუ მარტლა არსებობენ ესეთი ოჯახები ??? ნუ მე არ მესმის ...
18:22 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ასეთი ზღაპრები საიდან გაგონდებათ,საინტერესოა!
21:40 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ეგეთი კაცის დედავატირე შე ნაბიჩვარო ვიგაცა ხარ და ვინც მასეტები ხარტ
00:44 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ასეტი რამეები ალბატ ხდება მაგრამ არ მესმის ასეტ პირობებსჰი როგორ ცხოვრობენ,,,ქმარი ტვალებსი მიყურებს და ვერ ცარმომიდგენია ვინც არ მაფასებს ისეტ ადამიანტან ცხოვრება,,,,,,არაფრის გამო ავიტან უპატივცემულობას და იმას რაც ა დამიმსახურებია,,,ქალებო გამოფხიზლდიტ
16:57 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტეო
ეჰ ზოგიერტი ამ სტატიას უყურებს ხადავიტ აბა ყველამ გოგოებო ბიჯებო ჰვენს ტავზე მივიხოდ და ჰვენზე დზალადობენ როგორი იკნება მერე ვიტყვიტ ამას მე მაგალიტად ასეტი მეუგლე რო მყავდეს ჰემივე ხელიტ მაპატიედ და მოვკლავდიტ რომელ საუკუნესჰი ვარტ 0;0;0;0;0; ან რისტვის ვიტმინოტ გმრის ესეტი სჰეურაცხობა დზალადობა არ გამიგია რა მე ნებიტ სჰეიდზლება ორ ადამიანს გალს და მამაკაცს უნდოდეს მარა კაცები ზოგიერტი ნაგავიხარტ
09:20 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სისულელეა ამ უაზრო სტატიების შეთხზვა და ამაზე დროის ფუჭად დაკარგვა... ცოლის ცემა რა ვინმეს ვაჟკაცობა გონია?... ეს არის უბრალოდ დავისი კომპლექსების და პრობლემების ცოლზე გაადატანა.... როდესაც ბიჭი გარეთ არ არის რეალიზებული და კომპლექსები აწუხებს იგი ჯავრს ცოლზე იყრის.....ქართველი ბიჭები გამოირჩევით ესეთი უაზრო გამოხტომებითა და უაზრო საქციელებით
12:17 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიტო
მეც მყავდა ეგეთი ''ძმაკაცი'' და ისე დაუჟეჟეს გვერდები ბიჭებმა,აღარ გაჩენია სურვილი ეგეთი მაიმუნობისა.ახლა 4 ბიჭის მშობლები არიან და ცხოვრობენ ტკბილად:)
19:45 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS