14 აგვისტო, 2018
"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა
ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უფ­რო­სი ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და... აფხა­ზე­თის ომმა იმ­სხვერ­პლა, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა 29 წლის ასაკ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლიტ­ველ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. "ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და და­ნა­ნე­ბია, ასეთ სი­ლა­მა­ზეს რო­გორ უნდა ვეს­რო­ლოო, თუმ­ცა, მერე გვი­თხრა: ამა­ში ხომ ფულს მიხ­დიდ­ნე­ნო… და უს­ვრია", - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აფხა­ზი სნა­ი­პე­რი ქალი ეკა ახა­ლა­ია ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს.



აფხა­ზე­თის ომის გმი­რის
შე­სა­ხებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მე­ნაბ­დე ესა­უბ­რე­ბა:


- ირაკ­ლი ოჯახს 29 წლის ასაკ­ში გა­მო­აკ­ლდა. მა­შინ 17 წლის ვხდე­ბო­დი და ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის. ირაკ­ლი თა­ვი­დან­ვე მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რა­შიც ჩვე­ნი დე­დის მხა­რეს, ჩვენს ბა­ბუ­ას გე­ნე­რალ ადი­უ­ტანტ ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძეს ჰგავ­და. ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა, რა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მა­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ომში და­ი­ღუ­პა მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძეც, ეს რომ გა­ი­გო, იმ დღეს­ვე წა­ვი­და ომში საბ­რძოლ­ვე­ლად. გას­ვლის წინ დე­დას უკი­თხავს, არ გე­ში­ნი­აო, რა­ზეც თურ­მე უპა­სუ­ხა: "ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო". ირაკ­ლი ომში აფხა­ზებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ წა­სუ­ლა, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა ომიც იყო...



- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩვენ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ამი­ტომ ეს იგ­რძნო­ბო­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. ერთხელ დაბ­რუნ­და აფხა­ზე­თი­დან და მე­ტეხ­ში წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის მე­გობ­რებ­თან, სა­დაც ვი­ცეკ­ვეთ, სხვა­ნა­ი­რი ირაკ­ლი იყო, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ მისი და ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და ირაკ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი და როცა მე­ო­რედ ბრუნ­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მი­თხრა, იცო­დე რამე თუ მო­მი­ვა, ქორ­წი­ლი არ გა­და­დოო.

- რა იცით მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ?


- აფხა­ზეთ­ში სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­ში იყო, მტრის ზურ­გში იდგა. სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის მიხო მორ­ჩი­ლა­ძის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, ინ­ფორ­მა­ცია მოჰ­ქონ­და იქე­დან. ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ეს­რო­ლა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა. ყვე­ლა ამ­ბობს, ერთხელ და­ხა­რა თავი და მა­შინ მოკ­ლე­სო. ეს მოხ­და ტა­მიშ­თან, 17 ნო­ემ­ბერს. ირაკ­ლის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას უამ­რა­ვი ბიჭი შე­ე­წი­რა. როცა გად­მო­ას­ვე­ნეს, აფხა­ზებ­მა თეთ­რი დრო­შით მი­ა­გეს პა­ტი­ვი, ისე უყ­ვარ­დათ ის... სხვა­თა შო­რის, იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ირაკ­ლი და­ე­ცა, შრო­შა­ნე­ბი ამო­ვი­და, ეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც აჩ­ვე­ნეს. დედა ამ­ბობ­და, რომ შრო­შა­ნე­ბის ად­გილ­ზე ირაკ­ლის სი­ლუ­ე­ტი და­ი­ნა­ხა. სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვაა - შრო­შა­ნე­ბი სა­მე­ფო ყვა­ვი­ლე­ბია და ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღემ­დე, ერთი კვი­რით ადრე შე­მო­დის...

- მა­მას­თან, ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?


- დე­დას­თა­ნაც, მა­მას­თა­ნაც და ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მა­მის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მხრი­დან აფხა­ზუ­რი სის­ხლი ჰქონ­და, ჭა­ბუა შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი-და­დი­ა­ნე­ბის შტოს შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ჩვე­ნი დედა, მა­რი­ნა მხე­ი­ძე ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კარ­ზე მეფე ნი­კო­ლო­ზის ადი­უ­ტან­ტი იყო. ირაკ­ლის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი მებ­რძო­ლი სის­ხლი ჰქონ­და, ღირ­სე­უ­ლი ბიჭი იყო, ვაჟ­კა­ცი. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში. მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლით "მი­უ­ლო­ცეს" და­ბა­დე­ბის დღე... ქარ­თვე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ ასე­თი სი­ბო­რო­ტე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ირაკ­ლის სიკ­ვდილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS