იმ დროს მოხუცმა სახლ-კართან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მატარებელში ვაჭრობდა, რათა ოჯახი ერჩინა. სწორედ მატარებელში წააწყდა მას ჩემი მეგობარი. ომიდან
"2008 წლის შემდეგ, სახლ-კარის გარეშე დავრჩით, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია - გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დავყვები, ნაზუქსა და მზესუმზირას ვყიდი. ხანდახან ძალა რომ გამომეცლება, ვისვენებ, შემდეგ ისევ ვაგრძელებ... უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას მირჩევნია. ორი შვილი მყავდა, მაგრამ ვაჟი 41 წლისა დამეღუპა. ღვიძლი დაეშალა. ორი შვილი დარჩა - გოგონა და ვაჟი. კიდევ, ქალიშვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ორივე დაოჯახებულია", - ამბობს მოხუცი.
განაგრძეთ კითხვა: