01 აგვისტო, 2018
"ნებისმიერი სახელმწიფო ასეთ კაცს თავის სამსახურში ჩააყენებდა, მის უნარებს გამოიყენებდა" - რას წერს გიორგი რურუა ცნობილი კომპოზიტორის ერთადერთ ვაჟზე
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნოდარ ნიკოლაიშვილის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა. ნოდარ ნიკოლაიშვილს თბილისში კარგად იცნობდნენ, ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ქუჩაშიც არ გამოდიოდა, ამასთან დაკავშირებით, ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"შაბათს დავკრძალეთ ლაშა ნიკოლაიშვილი. ჩემი ბავშვობის მეგობარი, მაგარი ბიჭი-ზედმეტსახელად გნომა. ერთად გამოვიარეთ ყველა ხიფათი. სულ პატარები ვიყავით როდესაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის, ვინმე რეუტის სარდაფი გავტეხეთ სადაც უამრავი უცხოური სასმელი თუ პროდუქტი ინახებოდა.

ოკუპანტი ბავშვობიდან გვძულდა. მერე იყო ომი-ერთად
წავედით სოხუმში, იქიდან გაგრაში გემით.

შემდეგ რა ხერხებით არ შემოგვქონდა საბრძოლო იარაღი, მეზობელი ქვეყნებიდან, შაშხანებიდან დაწყებული, რეაქტიული და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით დამთავრებული.

მადლობაც კი გადაგვიხადა სახელმწიფო მეთაურმა...ნებისმიერი სახელმწიფო ასეთ კაცს თავის სამსახურში ჩააყენებდა, მის უნარებს გამოიყენებდა.

Rating

სხარტი ტვინის პატრონი და ერთგული ადამიანი, როგორც მეგობრების, ისე ქვეყნის.  სახელმწიფომ მას კი ზურგი შეაქცია, ხელი ჩაიქნია, როგორც უამრავ სხვა შემთხვევაში...

ასეთი ბიჭები დავკარგეთ, არადა ამათთან ერთად ქვეყანა ბევრად ძლერი იქნებოდა. მშვიდობით ლაშა,მუდამ გვემახსოვრები და მადლობა ყველაფრისათვის. 

პ.ს. ერთ ამბავსაც გავიხსენებ, რომელიც ლაშას განასკუთრებულ უნარზე მიუთითებს. ჩემი ციხეში ყოფნის დროს 2001 წელს, სადაც უმკაცრეს რეჟიმში ვიმყოფებოდი და არავის ნახვის საშუალება არ მქონდა, მოახერხა რაღაცნაირად და მუსიკოსებს შემოყვა როგორც მომღერალი და შეხვედრა მომიწყო.

ბოლო ათი წელი სახლიდან აღარ გამოდიოდა,კუნთების ატროფიამ კი სიკვდილის პირამდე მიიყვანა....მინდოდა ლაშა თქვენც გაგეცნოთ", - წერს რურუა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS