რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გასაიდუმლოებულია. დადასტურებული ცნობები არავინ იცის მისი ქალიშვილების, მარიასა და კატერინას შესახებ. რუსული მედია წერდა, რომ უფროსი ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ახლა კი, როგორც ჩანს, ინფორმაცია დადასტურდა. ტელეარხზე "Россия 24" გავიდა სიუჟეტი, სადაც გამოჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის ყოფილ ცოლს - ლუდმილა პუტინას.
სიუჟეტი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს განვითარებას ეხებოდა, გადაცემაში „ვესტი“ 18 ივლისს გავიდა. სიუჟეტში საუბარი იყო მასტერ-კლასზეც „ციფრული მედიცინა“, რომელიც ვლადიმირის
ოლქში გაიმართა. მასტერკლასის ერთ-ერთი მონაწილე იყო ბავშვთა ონკოლოგი მარია ვორონცოვა.
რუსული პორტალი SPLETNIK.RU წერს, რომ ვორონცოვასა და ლუდმილა პუტინას შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ენდოკრინოლოგი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის შვილი უნდა იყოს.
განაგრძეთ კითხვა: