27 ივლისი, 2018
"ვისჯები იმიტომ, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე?!"
სამი წლის წინ, იანვრის ცივ ღამეს, გლდანში, მეგობრის დაბადების დღიდან გამოსულმა ტაქსის ხელი ავუქნიე...

- ბარნოვზე რამდენად გამიყვანთ?

- დაჯექით, ცივა, მოვილაპარაკებთ, მაინც იქით მივდივარ.

- აგაშენათ ღმერთმა.

- ინებეთ, იანვარია, ახალი წელი ჯერ არ დაძველებულა, ტკბილად დაბერდით - შოკოლადი გამომიწოდა მძღოლმა.
სითბოში მოსულიერებულმა შევნიშნე, რომ კაცი ძალიან სიმპათიური იყო. ბარნოვამდე საკმარისი გზა იყო საიმისოდ, ერთმანეთი რომ გაგვეცნო და ტელეფონის ნომრებიც გაგვეცვალა...

მერაბი
ჩემზე ერთი წლით უფროსია. მან ჯერ ჩემი პირადი მძღოლივით დაიწყო ყოველ საღამოს
სამსახურთან ყურყუტი. მერე ჭიქა ყავაზე დამიყოლია... ბოლოს კი ისე შემაბა, მის ზარს ველოდი, თუ აგვიანებდა, ვნერვიულობდი, როგორც ყველა შეყვარებული ქალი. მერე ჩემთან დარჩა. ერთად გვეძინა და ამით დაიწყო დიდი განსაცდელი. ახლა ორსუ-ლად ვარ და ჩვენი დამალული სიყვარულის ნაყოფს ველოდები. ეს რომ გავიგე, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მერაბისთვის. მეშინოდა, რომ უარს იტყოდა ბავშვზე.
მერაბს ოჯახი ჰყავს. შვილები უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც თვითონ ეძებენ სიყვარულში თავდავიწყებას. ვფიქრობ, რომ თუ მამა გაუმხელს ჩვენი სიყვარულის ამბავს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.

ცოლი? ალბათ ცოლიც გაიგებს.
ფაქტია, რომ ქმარი დიდი ხანია შინ თითქმის არ მიდის. მერაბი ამასობაში ერთ-ერთ იურიდიულ სააგენტოში მოეწყო, მაგრამ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, საღამოობით კვლავ ტაქსის დაატარებს. მერე, გვიან ჩემთან მოდის და ისე ვცხოვრობთ, როგორც ცოლი და ქმარი, მაგრამ სახალხოდ ურთიერთობას ვმალავთ.

- მიმატოვებ? - ვკითხე, როდესაც ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო. ჩამიხუტა და დამამშვიდა, დაელოდე მოვლენების განვითარებასო... არ ვიცი, რა იქნება ხვალ. სამი წელია ვთხოვ, წერტილი დაუსვას ჩემს ტანჯვას. ხალხში გამოჩენას ვერიდებით, ადგილებს საგანგებოდ არჩევს, სადმე ახლობელს არ გადაეყაროს და ცოლ-შვილთან არ დაიწვას. რა გამოდის, მათ უფრთხილდება და მე - არა. ასეთი კაცი წამოვა ოჯახიდან? მეც სინდისი მქენჯნის, სხვის ბედნიერებას ვანგრევ, არადა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, უბრალოდ ვერ გავუძელი ცდუნებას. მერაბი ძალიან თბილია, ყურადღებიანი. ალბათ ოდესღაც ცოლთანაც ასეთი იყო. ახლა, როდესაც სულ ჩემთან არის, ცოლი ხომ უნდა ეჭვობდეს რაღაცას? ერთხელ არ დაურეკავს, არ მოიკითხავს. დავიჯერო, ამ კაცის უსიტყვოდ სჯერა, რომ დილიდან დილამდე მუშაობს? ზოგჯერ კვირა ისე გადის, შინ არ მიდის ღამის გასათევად. ცოტა ხნით შეირბენს, მაშინაც დამირეკავს, ახლა შინ მივედი და მალე გამოვალო. თითქოს ანგარიშს მაბარებს, რომ არ ვიეჭვიანო. მისი მჯერა, მაგრამ მინდა ეს გაუგებრობა დასრულდეს. იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS