კურორტი ატიკას რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ათენიდან 29 კმ-ის დაშორებით. სოფელი ცნობილი იყო სასტუმროებით, თევზის რესტორნებით, ტავერნებით, კაფეებით, ბარებით, კინოთეატრებით ღია ცის ქვეშ, ქვიშის პლაჟებითა და იახტკლუბებით.
ხანძარმა სოფელი სრულიად გაანადგურა. დაიწვა სახლები, სასტუმროები, მანქანები. ტყეში გაჩენილი ცეცხლი მატიში კვლავ მძვინვარებს, მისი კონტროლი მეხანძრეებს, ჯერჯერობით, არ შეუძლიათ.
სტიქიას საბერძნეთში სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა,
ბერძენი ფოტოგრაფი ალექსანდროს ცოუტისი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მატის ფოტოებს, რომლებიც მან ხანძრისას გადაიღო. სოფელი, ფაქტობრივად, დაცლილია. ხალხმა, ცეცხლისგან თავი რომ გადაერჩინათ, ზღვას შეაფარა თავი. ისინი მაშველებმა ტერიტორიიდან ნავებით გაიყვანეს.
განაგრძეთ კითხვა