25 ივლისი, 2018
მატი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ - ბერძენი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები
სა­ბერ­ძნეთ­ში, ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბის გამო, ყვე­ლა­ზე მე­ტად დაზარალდა სო­ფე­ლი მატი, რო­მე­ლიც ათენ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. სა­კუ­რორ­ტო სო­ფე­ლი ბერ­ძე­ნი ტუ­რის­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი იყო.

კუ­რორ­ტი ატი­კას რე­გი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს, ათე­ნი­დან 29 კმ-ის და­შო­რე­ბით. სო­ფე­ლი ცნო­ბი­ლი იყო სას­ტუმ­რო­ე­ბით, თევ­ზის რეს­ტორ­ნე­ბით, ტა­ვერ­ნე­ბით, კა­ფე­ე­ბით, ბა­რე­ბით, კი­ნო­თე­ატ­რე­ბით ღია ცის ქვეშ, ქვი­შის პლა­ჟე­ბი­თა და იახ­ტკლუ­ბე­ბით.

Rating

ხან­ძარ­მა სო­ფე­ლი სრუ­ლი­ად გა­ა­ნად­გუ­რა. და­იწ­ვა სახ­ლე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, მან­ქა­ნე­ბი. ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ცე­ცხლი მა­ტი­ში კვლავ მძვინ­ვა­რებს, მისი კონ­ტრო­ლი მე­ხან­ძრე­ებს, ჯერჯე­რო­ბით, არ შე­უძ­ლი­ათ.

სტი­ქი­ას სა­ბერ­ძნეთ­ში სულ მცი­რე 74 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა,
200-მდე კი და­შავ­და. ქვე­ყა­ნა­ში ხან­ძრის 5 კე­რაა.

ბერ­ძე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი ალექ­სან­დროს ცო­უ­ტი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს მა­ტის ფო­ტო­ებს, რო­მლებიც მან ხან­ძრი­სას გა­და­ი­ღო. სო­ფე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაც­ლი­ლია. ხალ­ხმა, ცე­ცხლის­გან თავი რომ გა­და­ერ­ჩი­ნათ, ზღვას შე­ა­ფა­რა თავი. ისი­ნი მაშ­ვე­ლებ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნა­ვე­ბით გა­იყ­ვა­ნეს.

განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS