18 ივლისი, 2018
"უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი..." - რატომ გაერიდა ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს, როცა მან მისი გაცნობა გადაწყვიტა
ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, "შადრევანი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა, 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, საზოგადოებამ განსაკუთრებულად მის მიერ განსახიერებული მარიტა შეიყვარა თენგიზ აბულაძის შედევრში "ნატვრის ხე".

ლიკა ქავჟარაძემ დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: "პეპელა", "სათადარიგო ბორბალი", "ოჯახი" და ა.შ

Rating

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ორი ქართველი მსახიობი გამოარჩია, ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდროს, ხოლო ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარეს...

Rating

ბევრმა ადამიანმა
არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა, ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც ყვებიან, "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი იყო ფილმი, ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა. პარიზში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს "ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშავს, საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო, რომელიც გაჩერდა და მისი გაცნობა უნდოდა, ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS