როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვა რამეშია - არაქელოვს ოსი გოგონა უყვარს და სწორედ ამის გამო გადადიოდა ხშირად ოსურ სოფელ გოიაანში. ამის შესახებ საოცარ ისტორიას "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელი გიგა აფციაური ავრცელებს:
"ეს ისტორია რეალურია რამდენიმე წუთის
მონატრებია და გადასულა. დაიჭირეს რუსებმა, უხსნის ოსი გოგო მიყვარსო, მაგრამ რუსებმა უთხრეს არ გვაინტერესებს საზღვარი დაარღვიეო. არადა პაატას სიყვარულმა საზღვარი არ იცის. 5000 რუბლი გადაახდევინეს და გამოუშვეს. არადა პაატას ენატრება. ვერც გოგო გადმოჰყავს. რუსებმა რომ გადმოსვლისას დაიჭირონ უფრო მკაცრად დასჯიან.
ხანდახან გამყოფ ხაზთან ვხვდებით ხოლმე, მაგრამ საშიშიაო - ამბობს პაატა. აი ასეთი მავთულხლართიანი სიყვარულის ისტორია გიამბეთ. მაგრამ ეს სიყვარული საზღვრებს არ სცნობს, ალბათ კიდევ გადაიპარება. პაატას შესახებ ვიდეოს რადიო თავისუფლების ვებ გვერდზე ნახავთ", - წერს აფციაური.