გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
ეკა:
- დედა მეუბნებოდა,
- აზარტული თამაშების მოყვარული იყო?
- დიახ, თუმცა, ამას რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად ნიღბავდა.
ერთ დღესაც მითხრა, ხანდახან კაზინოებს ვსტუმრობო. შევშფოთდი, მაგრამ მაშინვე შეარბილა, ნუ გეშინია, ხანდახან შევდივარ და გონებას სისხარტეში ვავარჯიშებო. მკითხა, ნამყოფი ვიყავი თუ არა. გამეცინა, არასდროს-მეთქი. რა კარგია, ასეთებს ყოველთვის უმართლებთ, ერთხელ წამოდი, გარემო მაინც ხომ უნდა გქონდეს ნანახიო. 27 წლის გოგო დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშზე ხელი არასდროს წამიცდებოდა. 900 ლარი მოვიგე. აღფრთოვანდა, ყველაფერი ასე მაგრად რანაირად გამოგდისო. მას შემდეგ რამდენიმე დღე არც კი უხსენებია თამაში. შემდეგ ისევ წავედით კაზინოში, მერე და მერე დროის ინტერვალი შევამცირეთ. ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ გონებაში რაღაც ლაქა გამიჩნდა, რომელიც სადღაც მექაჩებოდა.
თავდაპირველად, დღე-ღამეში 2-3 საათი მეძინა, რომ კლინიკაში აღებული ტემპი არ დამეგდო. ჩემი საქმე საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ვიღებდი პაციენტებს, შემდეგ მენეჯმენტის საკითხებს ვაგვარებდი, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ სათამაშოდ გავრბოდით. "ამას სხვა მუღამი აქვს", - მეუბნებოდა ჩემი ახალი მეგობარი და კაზინოდან სლოტკლუბში, პოკერკლუბში მივდიოდით. როდესაც მივხვდი, რომ თამაში მანიად მექცა, გამოვუცხადე, მორჩა, ამაზე არც კი იფიქრო-მეთქი, და ჩემ მიმართ ინტერესი დაკარგა. მე კი უკვე შეჩვეული ვიყავი ცალკე მას, ცალკე აზარტულ თამაშებს. ხან რა მიზეზს ვეძებდი, ხან რას, რომ შევხვედროდი, თუმცა, ვერ ვხვდებოდი, მასთან ურთიერთობა უფრო მინდოდა თუ თამაში. მთხოვდა, ემოციები გააკონტროლეო, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო. განაგრძეთ კითხვა: