13 ივნისი, 2018
ოლიმპიური ჩემპიონის 1 წლის გოგონა აუზში დაიხრჩო
ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის, მოთხილამურე ბოდე მილერის სახლში ტრაგედია დატრიალდა. ამერიკელი სპორტსმენის ერთი წლის ქალიშვილი საცურაო აუზში დაიხრჩო.

გოგონა დედამ იპოვა და აუზიდან ამოიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარა ემი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Rating

მილერმა ინსტაგრამზე ემოციური პოსტი დაწერა:

"სრულიად განადგურებულები ვართ. ჩვენი პატარა გოგონა, ემი გუშინ გარდაიცვალა. ვერასოდეს ვიფიქრებით, რომ მსგავსი ტკივილი გადაგვხდებოდა. მის სიყვარულს, მის სინათლეს, მის სულს არასოდეს დავივიწყებთ, ჩვენს პატარა გოგონას სიცოცხლე ძალიან უყვარდა. ჩვენი ოჯახი ამ მტკივნეულ დროს პატივისცემას ითხოვს",
- წერს სპორტსმენი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვახო...
უფალმა აცხონოს ამ პატარას უმწიკვლო სული!
16:48 / 13-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS