"ვიცი, რო გიოს არ ეწყინებოდა - ერთი ისტორია მინდა მოვყვე.
აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. ოჩამჩირეში. რატომღაც გიოს ბათინკები მახსოვს - მუდმივ პოსტზე დგომისგან და წვიმისგან დამბალი, წყლით გაჟღენთილი და ბაწრებით გადაკრული და გიოსავით საყვარელი - რაღაცით გავდნენ კიდეც ერთმანეთს.
ერთხელაც შტაბში საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან ამ ხასიათის მოთხოვნა-საჩივარი შემოვიდა: "ისეთი კაცი გამოგვიგზავნეთ, ვინც ნარკოტიკს არ ეკარება, თორემ ნარკომანებმა შეგვაწუხეს."
მეთაურობამ გიო აარჩია, რადგანაც ყველამ
მოკლედ, გაამწესეს საავადმყოფოს დაცვის უფროსად, რა ბრაძანებასაც გიო ბუზღუნით, მაგრამ მაინც დაემორჩილა.
გავიდა ერთი კვირა, მეორე, და შტაბში უკვე არა წერილობითი საჩივარი, არამედ მთავარი ექიმი გამოცხადდა და ასეთი რამ განაცხადა: “ეს რა გენიალური ბიჭი გამოგვიგზავნეთ, სულში ვიძვრენთ ყველა, ვგიჟდებით მის სიმღერაზე და იუმორზე, მორფინისტებმაც თავი დაგვანებეს, მაგრამ... მაგრამ, აი გიომ და მას აყოლილმა ექიმებმა სუ მთელი სპირტი დალიეს. ასე თუ გაგრძელდა ერთ კვირაში ნემსსაც ვეღარ გავაკეთებ; თუ შეიძლება, წაიყვანეთ უკან, ისევ ნარკომანები გვირჩევნია.”
აი, ეგრე იძია გიომ შური ჩვენზე მის სავადმყოფოს დაცვაში გაგზავნისთვის.
რა ვთქვა აბა, ძმაო გიო?! უამრავ ადამიანს არასდროს დაავიწყდები, მოენატრები, გაახსენდები, იმღერებს შენს სიმღერებს, მოგისმენს და დაესიზმრები. თუ რამეა უკვდავება - მგონი ესაა.
მომავალ შეხვედრამდე, უკვე სასულეთში, ძვირფასო თანამებრძოლო."