როგორც „კვირას“ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განუცხადა, დათო სარალიძე დადებითი მოსწავლე იყო, საკუთარი მისწრაფებები ჰქონდა, უყვარდა სპორტი, ჰუმანიტარული საგნები.
„სკოლაში სპორტული შეჯიბრებების ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა. ამ ღონისძიების ორგანიზატორი დათო იყო, თვითონ დარბოდა სხვადასხვა სპორტულ მაღაზიებში, რომ თასები და მედლები მოეძია. სპორტი ძალიან უყვარდა. კარგი მოსწავლე იყო. დერეფანში
თურქაძე კატეგორიულად გამორიცხავს, გარდაცვლილი დათო სარალიძის მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრიმინაციულ ინფორმაციებს. როგორც დირექტორი ამბობს, იგი პირადად წერდა იმ პირებს, ვინც დათო სარალიძეზე შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს ავრცელებდა.განაგრძეთ კითხვა: