08 ივნისი, 2018
"მე ვარ ბიჭი პოზიტივი“- სკოლა ზაზა სარალიძეს პასუხობს
„მე ვარ ბიჭი პოზიტივი“, – ასე ეძახდა საკუთარ თავს 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დათო სარალიძე, რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, ლევან დადუნაშვილთან ერთად მოკლეს.

როგორც „კვირას“ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განუცხადა, დათო სარალიძე დადებითი მოსწავლე იყო, საკუთარი მისწრაფებები ჰქონდა, უყვარდა სპორტი, ჰუმანიტარული საგნები.

„სკოლაში სპორტული შეჯიბრებების ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა. ამ ღონისძიების ორგანიზატორი დათო იყო, თვითონ დარბოდა სხვადასხვა სპორტულ მაღაზიებში, რომ თასები და მედლები მოეძია. სპორტი ძალიან უყვარდა. კარგი მოსწავლე იყო. დერეფანში
დადიოდა და რეპავდა: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. ერთადერთი, რაც დათოსთან პრეტენზია გვქონდა, ის იყო, რომ ფიზიკურად დიდი იყო და ბუფეტში რომ ჩადიოდა, ამის შემდეგ გაკვეთილზე იგვიანებდა ხოლმე. ხელში სულ ლობიანი ეჭირა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

თურქაძე კატეგორიულად გამორიცხავს, გარდაცვლილი დათო სარალიძის მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრიმინაციულ ინფორმაციებს. როგორც დირექტორი ამბობს, იგი პირადად წერდა იმ პირებს, ვინც დათო სარალიძეზე შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს ავრცელებდა.განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათი
რა დააშავა ასეთი 20 ახალგაზრდა რომ დაესია,მიზეზი ხომ უნდა გაირკვეს...დასანანია სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს,მე 20 ივეს დავიჭერდი და პასუხს ვაგებინებდი ყ ვ ე ლ ა ს.წლოვანებას რა მნიშვნელობა აქვს,გაიზრდებიან სადისტებად
01:31 / 12-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS