ეს გახლდათ ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის განხორციელება ბევრს არ სჯეროდა. დაფიქრებულხართ, როგორ მიეწოდება იქ ელექტრო
როგორ მუშაობს ესკალატორები? როგორ გაჰყავდათ ურთულეს პირობებში გვირაბები, სადგურები, შახტები. სად „იძინებენ“ მატარებლები და რა ხდება მიწისქვეშა ლაბირინთებში მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენის ყველა კარი იკეტება?
არასოდეს დამავიწყდება ღამე, რომელიც მეტროში გავატარე. ბევრს ჰგონია, რომ ღამის პირველი საათის შემდეგ, როდესაც მეტრო იკეტება, იქ აღარაფერი ხდება. არადა, სწორედ მაშინ იწყება მეტროს ღამის ცხოვრება. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენი ადამიანი შრომობს საკმაოდ რთულ პირობებში იმისთვის, რომ ჩვენ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ შევძლოთ გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში.
შევეცდები სხვა თვალით დაგანახოთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სწრაფი ტრანსპორტი – მეტრო.
ყველაფერი ლონდონიდან დაიწყო.
1863 წლის 9 იანვარს საშუალო ზომის ვაგონი პირველი მიწისქვეშა მოგზაურობისათვის, ლონდონის პადინგტონის სადგურიდან დაიძრა და 2.5 სთ-ის შემდეგ – 5.5 კილომეტრის გავლით სადგურ ფარინგდონში გაჩერდა. დანიშნულების ადგილზე უკვე გაწყობილი იყო მაგიდები გრანდიოზული ბანკეტისათვის, იმ მოგზაურობის აღსანიშნავად, რითიც დაიწყო მეტროს მსოფლიო ისტორია.
განაგრძეთ კითხვა: