04 ივნისი, 2018
"გავიგე, რომ ცუდად არის და გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა" - გიო ხუციშვილს 14 წლის წინანდელ ამბავს უხსენებენ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
ეს ამბავი ერთ გოგონაზეა, რომელსაც 14 წლის წინ ოცნება აუხდა. ეს ოცნება მას გიო ხუციშვილმა აუსრულა. ელენე მარგალიტაშვილი გიო ხურციშვილზე წერს - ბავშვობის ახდენილი ოცნება და გულწრფელი წერილი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს!

"დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imediს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ "იმედის ექსპრესი" იგეგმებოდა - უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ.
მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ
14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ეხლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო.

თელავის ერთადერთ ინტერნატკაფეში მივედი და "იმედს" მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროვო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა - საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილური მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.
1-2 თვე გავიდა.
31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. "იმედიდან" ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი.

მამაჩემთან მე არ მილაპარაკია - შემრცხვა, მომერიდა და ვინერვიულე. საბოლოო ჯამში, ყველა ახლობელმა გაიგო და დაიწყო უსასრულო ნერვიულობა და ლოდინი.

პირველი წამიდან ვუყურე, როგორ უსრულებდნენ სურვილებს ბავშვებს, რომლებმაც მიწერეს. ზოგს ძაღლი აჩუქეს, ზოგს - მობილური... ყველანაირმა სურვილმა გაიჟღერა. თითქმის ყველა მახსოვს. გადაცემა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს მიჰყავდათ. ახალი წელი რომ დადგა და 1-2 საათიც გადასცდა, მეკვლეები გავაცილე და ყველა იმედი, რაც მაგ დღეს გამიჩნდა, დავკარგე.
გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად წავედი.
ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე თუ არა, ჩამეძინა. ინგას და გიორგის ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყველას დაგვემშვიდობნენ. მერე უცებ დაიწყეს: განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS