04 ივნისი, 2018
“ასეთი კაცია ზაზა სარალიძე” – თეონა ცხომელიძე ზაზა სარალიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, სოციალურ ქსელში, ზაზა სარალიძის მიერ გაგზავნილი წერილის ფოტოს აქვეყნებს.
“ასეთი კაცია ზაზა სარალიძე. შვილის მკვლელების დასჯას რომ ითხოვდა განწირული, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან გამომიგზავნა არც თუ ისე მცირე თანხა გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად, 2 თვის წინ. არც ვიცნობდი.

ახლა არც ‘კაა’ზე მეფიქრება, არც მაჭუტაძის ასულებზე, არც ახალ პროკურორზე, არს ვადამდელ არჩევნებზე და უკვე აღარც იმ ნაძირლების დასჯაზე ვინც მკვლელია ან დანაშაული ჩქმალა. ზაზა სარალიძეზე მეფიქრება მარტო”, – წერს თეონა ცხომელიძე.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინო 07
ღმერთმა ანუგეშოს ეს მართალი ადამიანი, როგორ მენანება.... სულით და გულით ვუთანაგრძნობ და მხარს ვუჭერ
11:16 / 11-06-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
და ყველაფერთან ერთად ემსახურება კიდევ ერთ გადატრიალებას ქვეყანაში, რაც ახალ უბედურებებს გამოიწვევს (ეს უკვე ვიცით ისტორიიდან არაერთგზის) თან ითხოვს სუბელიანის მთელი ოჯახის (ქალების და ბავშვების) ჩათვლით დაპატტიმრებას.... (ესეც გავიარეთ და ვიცით ისტორიიდან) სხვა მოთხოვნებიც აქვს, რაც კავშირში არ არის სამართლიანობასტან და პოლიტიკური მოტივებია
13:11 / 10-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ლინდა
მე მჯერა ბოლომდე ზაზა სარალიძის რომ ის ალალ მართალი კაცია და სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს.
14:04 / 05-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დათო სარალიძის მამა ზაზა ძალიან კარგი პიროვნება ჩანს ისედაც, შემოწირულობაც, რომ არ გამოეგზავნა და მისი შვილიც ასეთი ვაჟკაცი გაიზრდებოდა.....
13:19 / 05-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS