კუმარ მახანანდია 1949 წელს ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, ღარიბ ოჯახში დაიბადა.
ასტროლოგიური წინასწარმეტყველების თანახმად, კუმარის დაბადებისთანავე ცხადი იყო, რომ ის მუსიკოს ქალზე უნდა დაქორწინებულიყო შორეული ქვეყნიდან, რომელიც კუროს ნიშნის ქვეშ იქნებოდა დაბადებული.
„წინასწარმეტყველების მჯეროდა, ახლა კი ვიცი, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი დაგეგმილია“, - ამბობს კუმარი.
მამაკაცს ძალიან კარგად ახსოვს დღე, როცა წინასწარმეტყველება ახდა. სიყვარულის ეს მშვენიერი ისტორია 1975 წლის
ქერა, ცისფერთვალება ლამაზმანმა, სახელად შარლოტა ფონ შედვინმა, მხატვარს მისი პორტრეტის დახატვა სთხოვა.
„როცა ის ჩემს წინ აღმოჩნდა, მომეჩვენა, რომ სადაც იყო გავფრინდებოდი. ამ გრძნობის გამოსახატად, სიტყვები საკმარისი არ არის“, - ამბობს ის.
ახალგაზრდა მხატვარი აღელდა, ამიტომ შარლოტას დახატვა ვერ შეძლო და სთხოვა, სხვა დღეს მისულიყო.
„ის სამჯერ დაბრუნდა და მე სამი პორტრეტი დავხატე. მეორედ ვიგრძენი, რომ შარლოტა ის ერთადერთი იყო“, - გაირკვა, რომ გოგონა კუროს ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული და ფლეიტაზე უკრავდა, როგორც ეს წინასწარმეტყველებაში იყო.
„შენ ჩენი ცოლი გახდები. ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა“, - უთხრა მას კუმარმა. 19 წლის შარლოტას არ შეშინებია, მან კუმარს შანსი მისცა და წყვილმა ინდოეთში 2-3 კვირა ერთად გაატარა, რის შემდეგაც გოგონა შვეიცარიაში, სახლში დაბრუნდა.
მათი ისტორია შესაძლოა ამით დასრულებულიყო, მაგრამ მხატვარი არ დანებდა. წელიწადნახევრის შემდეგ, კუმარმა ყველაფერი გაყიდა, რათა ველოსიპედი შეეძინა.
ცოტაოდენი ფულით და რამდენიმე კეთილი ადამიანის დახმარებით, კუმარმა 9,5 ათასი კილომეტრი გაიარა, რათა შარლოტას კვლავ შეხვედროდა.
ისტორია იმით დასრულდა, რომ შეყვარებულმა წყვილმა იქორწინა და უკვე 40 წელზე მეტია, ერთად არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ და სიყვარული ძველებურად ძლიერია.
ანა გარელი