სოციალურ ქსელში ვრცელდება სირიელი გოგონას ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლების აღფრთოვანება ფოტოზე აღბეჭდილმა ულამაზესმა გოგონამ გამოიწვია. ბევრმა სურვილიც გამოთქვა, რომ პატარა გოგონა იშვილოს, ზოგმა კი მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა 7 წლისაა და ეს ფოტო საქართველოს მოქალაქემ ემილია ხალილოვამ თურქეთ-სირიის საზღვარზე გადაიღო.
უცნობი სირიელი გოგონა საზღვარზე მოწყალებას ითხოვს.
პატარა გოგონა ზოგმა სოფი ლორენს, ზოგმა კი ლეტიცია კასტას მიამსგავსა.