09 მაისი, 2018
იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მთელი მსოფლიო ააღელვა - უნიკალური მოწმე გესტაპოს გამორჩა
რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება. ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე, ოცნება და ბედნიერება მოუსპო. უამრავმა დოკუმენტმა შემოინახა ის არაადამიანური სისასტიკე, რაც უდანაშაულო ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუმცა, ყველაზე ემოციური და იმ საშინელების უნიკალური "ცოცხალი" მოწმე 13 წლის ებრაელი გოგონას, ანე ფრანკის დღიურია.
1944 წლის აგვისტოში გერმანიის სამხედრო პოლიციამ ებრაელების მორიგი ჯგუფი აღმოაჩინა სამალავში. 8 ადამიანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში სპეციალურ
თავშესაფარში იმალებოდა, დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაანაწილეს.

სამხედრო პოლიციამ, რა თქმა უნდა, გაჩხრიკა და ყირაზე დააყენა სამალავი... ამ არეულობაში არავის მიუქცევია ყურადღება ერთი ჩვეულებრივი რვეულისთვის, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო აალაპარაკა. ეს თავშესაფრის ბინადრის, 13 წლის ანე ფრანკის დღიური იყო, რომელსაც გარე სამყაროსგან მოწყვეტილი გოგონა 2 წლის განმავლობაში უზიარებდა შიშს, სასოწარკვეთილებას, ზოგჯერ კი ბავშვურ, სასაცილო შთაბეჭდილებებს. ბევრს მიაჩნია, რომ იმ საზარელი ომის მამხილებელი დოკუმენტებიდან ანეს დღიური ყველაზე სულისშემძვრელი და ტრაგიკულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასევე ტრაგიკულად განვითარდა მისი დამწერის ბედიც...

ანე ებრაელი კომერსანტის, ოტო ფრანკის უმცროსი ქალიშვილი გახლდათ. ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა, ებრაელთა დევნის გამო, ჰოლანდიას შეაფარა თავი. გერმანელებმა იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS