03 მაისი, 2018
ულამაზესი ქართული სოფლის ტრაგედია, რომელმაც წლების წინ მსოფლიო შეძრა - "ტბის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს"
სოფლის ადგილზე გაჩნდა უშველებელი ღრმული, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე წარმოიქმნა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს.

პატარა ქართული სოფლის ტრაგედიამ იმხანად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეძრა... ტრაგედია 27 წლის წინ, ზუსტად აპრილის თვეში დატრიალდა. ხახიეთი რაჭა-იმერეთის საზღვარზე, ულამაზეს მთებში ჩაძირული სოფელი იყო. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. უეცრად, ზუსტად 12 საათსა და 15 წუთზე, გარემო საშინელმა გუგუნმა გააყრუა და 9-ბალიანმა მიწისძვრამ ხახიეთის მთები ერთმანეთს შეაჯახა.

დაახლოებით 15 წამის
შემდეგ აღარც სოფელი არსებობდა, აღარც ის ადამიანები, რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს რომ შეხაროდნენ. სოფლის ადგილზე გაჩნდა უშველებელი ღრმული
, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს;

ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი და მთელი სოფელი განისვენებს. სოფლიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა - ერთი მოზრდილი და ერთიც პატარა ბიჭი, რომლებიც იმ დილით სოფელში არ იყვნენ.

ხახიეთის ტბა სოფლის პატარა მდინარე ხახიეთის წყალმა შექმნა და დედამიწაზე ერთ-ერთ საშიშ ტბად აქცია - მისი სიგრძე 100, სიღრმე კი 300 მეტრია. მასთან მიახლოება ადამიანებს ზარავთ, მის ფსკერზე ჩაძირული სოფლის გამო. მისი წყალი ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივია, ხელსაც ვერ ჩაყოფ... განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS