28 აპრილი, 2018
"თავის მოკვლა მინდოდა, ის რომ დაიღუპა” - ელდარ შენგელაიას უდიდესი ტკივილი
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდ ტკივილს ატარებს. რამდენიმე წლის წინ მისი უმცროსი ქალიშვილი, ელენე, ავარიაში დაეღუპა. რეჟისორი ,,კვირის პალიტრასთან” ამბობს, რომ ამ ტრაგედიის გადატანაში მას და მის მეუღლეს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დაეხმარა.

- ჩემი მიმწუხრი და უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი – ელენე. თავის მოკვლა მინდოდა, ის რომ დაიღუპა. საოცარი გოგო იყო. სწავლობდა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში. ყველაფერში უმაღლესი შეფასება ჩამოიტანა. ამბობდა, ინგლისურში მოწაფეებს ავიყვანო… მერე დასძენდა, – აბა, ჩემთან ვინ მოვა, ასეთი პატარა ვარო…

მისი
გარდაცვალების მეორე დღეს პატრიარქი მობრძანდა. მაშინ მაინცდამაინც ეკლესიური არ ვიყავი. მართალია, ბავშვობაში ბებიას დავყავდი ეკლესიაში, წითელ კვერცხებსაც ღებავდა, მაგრამ სხვა შეხება არ მქონია ეკლესიასთან… და კიდევ არიადნა რომ შევირთე, ვუთხარი, წამოდი ეკლესიაში, სანთლები დავანთოთ და მერე მოვაწეროთ ხელი-მეთქი… თუმცა, გაცნობიერებული არც მქონდა, ასე რატომ მოვიქეცი…

მას მერე, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა გვითხრა, ელენეს სული ცოცხალიაო, სხვაგვარად შევხედე ყველაფერს. შემდეგ გოგი ხარაბაძემ წაგვიყვანა ქაშუეთის ეკლესიაში მამა გიორგი ზვიადაძესთან… ასე დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ნელი შენგელაიამ ეკლესიური ცხოვრება… ძალიან თუ შევიცვალე? ალბათ… რამეს თუ შევცვლიდი? ცხადია, შევცვლიდი… თუმცა, ბოროტება არასდროს ჩამიდენია, ეს სიმძიმე არ მაწევს გულზე…
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS