27 აპრილი, 2018
სულ იცოდა, სად და როგორ იყო მისი შვილი, მაგრამ რცხვენოდა - მამაკაცი, რომელიც ცოლის სიკვდილის შემდეგ მაწანწალად გადაიქცა
დონალდ გულდი არის მაგალითი იმისა, როგორი უცნაურია ცხოვრება და მოულოდნელობებით სავსე, და რომ ადამიანი არასდროს კარგავს იმ შინაგან სიძლიერეს და სილამაზეს, რაც აქვს.

დონალდი ერთ დროს სამაგალითო მეოჯახე იყო. ჰყავდა მშვენიერი ცოლ-შვილი, სამხედრო მეზღვაურად მუშაობდა... მაგრამ ერთ დღესაც, ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა... მას არ ეყო ძალა, ამ ტკივილს გამკლავებოდა და დეპრესიაში ჩავარდა. დაიწყო სმა, გალოთდა, ჩამოართვეს მშობლის უფლებები და გააძევეს შეიარაღებული ძალებიდან. თანდათან სულ უფრო ფსკერისკენ წავიდა, დაკარგა სახლი და 15 წლის განმავლობაში, ქუჩაში ცხოვრობდა.

ამასობაში
შვილიც გაიზარდა. დონალდმა სულ იცოდა, სად და როგორ იყო მისი შვილი, მაგრამ რცხვენოდა მასთან მიახლოებისაც კი, რადგან ჩვეულებრივ მაწანწალად იქცა...

ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ფლორიდის ქალაქ სარასოტაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართა და ქუჩაში რამდენიმე ფორტეპიანო დადგეს, რომ ნებისმიერს შესძლებოდა მასზე დაკვრა. დონალდმა შემთხვევით გაიარა ამ დროს და ინსტრუმენტმა წარსული ბედნიერი ცხოვრება გაახსენა. დაჯდა და თავდავიწყებით დაიწყო დაკვრა. როგორც აღმოჩნდა, წლები უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და სამხედრო ორკესტრის წევრიც იყო... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS