მიხვდით, ალბათ, ეს იმ "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... სოსოს როლის შემსრულებელი, მსახიობი რამაზ
16 აპრილს რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების გარდა იუბილე არავის გახსენებია (არც კულტურის სამინისტროს, არც კინემატოგრაფისტებს), თუმცა, მის დას, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია გაჩეჩილაძეს იმედი მაინც ჰქონდა, რომ რამაზს ვინმე გაიხსენებდა...
"ის 49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს ქალბატონი მაია.
პირველად კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვის პირველი როლი, სადაც კინოთი მოიწამლა კიდეც. რეჟისორმა ის შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. რამაზი ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარის ასისტენტმა მათემატიკის ოლიპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოეწონა. იმ ფილმით და რამაზის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...
- ე.ი. სამსახიობო განათლება არ ჰქონდა?
- რადგან კინომ ჩაითრია - მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც დაამთავრა კიდეც, რადგან კარგად წერდა, მოგვიანებით კი, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე განაგრძო, თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი, სადაც მოხვდა.
- როგორც რეჟისორმა ფილმის გადაღება მოასწრო?
- კი, ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევარი ("მორევი") ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი. ფილმის მონტაჟი შემდეგ გიზო გაბისკირიამ გააკეთა.
- "მხიარული რომანი" რამაზ გიორგობიანის მონაწილეობით მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა...
- საზოგადოებას ლევან ხოტივარის ეს ფილმი დღესაც ძალიან უყვარს, თუმცა, რამაზს არ უყვარდა, რადგანაც იქ საკუთარი ნამუშევარი ემარტივებოდა. მიაჩნდა, რომ თავად ფილმიც მარტივი იყო. "მხიარული რომანის" რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან გადაიღეს. მაშინ რამაზს მუშაობისას რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ნამდვილი არტისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, რაც ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.
განაგრძეთ კითხვა: