12 აპრილი, 2018
ქართველი "ოდრი ჰეპბერნის" და გასული საუკუნის თბილისელი ლამაზმანის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება, რომელიც ახლა სამებაში ცხოვრობს
ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, როგორი იქნება მისი ცხოვრება სიბერეში, ზოგს მოსალოდნელი მარტოობა აშინებს, ზოგს კი - წლები. ვის რა გველოდება, არავინ იცის, რადგან ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია 88 წლის, თვითნასწავლი მხატვარი, ნელი ბერაია, რომელიც გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა და ახლა სამებაში ცხოვრობს.

- 88 წლის ვარ უკვე და
რამდენიმე წელია, სამებაში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობები მაქვს ცხოვრებისთვის შექმნილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვედი აქ. ორი ოთახი დამითმეს. ამ ოთახში ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა მე ვცხოვრობ და ჩემი პატარა ძაღლი. ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია.

- როგორ მოხვდით სამებაში?
- 20 წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა, რატომ და საიდან ვერ გეტყვით. უცებ მომინდა და დავხატე. მერე ნახატს რაღაც აკლდა, ბავშვობაში შეგროვებული ბისერები გადმოვყარე ქილებიდან და ბისერებით გავაცოცხლე ნახატი. პირველად თამარ მეფე შევქმენი, მერე უკვე სხვა ნახატები და ხატები. ჩემი ნამუშევრები არა ერთ კოლექციაშია დაცული, ოცნება მაქვს, საზღვარგარეთ გავიტანო, ვიცი, ჩემი სიკვდილის მერე აუცილებლად ახდება ჩემი ოცნება, მაგრამ მე ახლა მინდა... რაც შეეხება აქ მოხვედრას, ჩემს ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი, გაიგო, რომ მოტყუების მსხვერპლი გავხდი, უბინაოდ დავრჩი და შემომთავაზა აქ გადმოსვლა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველანაირი პირობები მაქვს, უბრალოდ მარტოობაში ყოფნა მიჭირს. მე სტუმრიანობას ვარ მიჩვეული. აქ კი სიმშვიდეა, სიწყნარე, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მეგობრებიც თითქმის აღარ არიან...

Rating

- ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს გამსგავსებდნენ...
- კი, ამის შესახებ გაზეთებშიც იწერებოდა. მსიამოვნებდა ეს შეფასებები, მაგრამ საკუთარ სილამაზეზე მე როგორ ვილაპარაკებ. მაშინდელ თბილისში უამრავი ლამაზმანი დადიოდა. ბუბუსია თვალავაძე იყო ჩემი მეგობარი, რუსთაველზე ერთად როცა გავიდოდით, ყველა მას უყურებდა.

- პროფესიით ვინ ხართ?
- თავდაპირველად კონსერვატორიაში ვსწავლობდი. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ოპერაცია გავიკეთე და ჩემი სასიმღერო კარიერა ვეღარ გაგრძელდებოდა. მოსკოვში წავედი და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ყველაზე ტკბილად მახსენდება იქ გატარებული წლები, მე, ბუბუსია თვალავაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, დავით გამრეკელი ვმეგობრობდით და ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვქონდა. ფრანგ ჟურნალისტთან ვმეგობრობდით მე და ბუბუსია, მოსკოვში ღამე რესტორნები ადრე იკეტებოდა. მხოლოდ სხვა ქალაქში იყო, ჩვენს ფრანგ მეგობარს მანქანა ჰყავდა, ჩავჯდებოდით ამ მანქანაში და მივდიოდით რესტორანში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა. ჯერ სცენარებს ვთარგმნიდი, შემდეგ რეჟისორის ასისტენტი გავხდი. ბევრჯერ შევქმენი ოჯახი, ტრაგედია დამატყდა, ორი შვილი მომიკვდა და ასე წავიდა ჩემი ცხოვრება. ქალისთვის კი შვილის სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს ამ ქვეყანაზე.

Rating

- როგორ დაგეღუპათ შვილები?
- გოგონას აბორტი გაუკეთეს ჩუმად და 25 წლის დაიღუპა. ბიჭი პროკურორად დანიშნეს თბილისში, ეს ამბავი ერთ-ერთი ახლობლის სახლში აღნიშნა, ვინც მოაწყო მასთან, იცოდნენ ფული რომ ჰქონდა და როცა სახლში წამოვიდა, სახლში მომიკლეს შვილი ფულის გამო. შვილიშვილი მყავს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ველოდები მასთან შეხვედრას.

- მსახიობი და ქალების გულთამპყრობელი ირაკლი უჩანეიშვილი როგორ მოხიბლეთ?
- კინოსტუდიაში მოვიდა და იქ გავიცანი. გახმოვანებაზე ვმუშაობდით. ცოლი ჰყავდა მაშინ, მე ასე ვიცოდი. მაგრამ სწორედ იმ პერიოდში დაშორებულად. გაცნობიდან ორ კვირაში გავყევი ცოლად. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შემდეგ დაიღუპა. პრესაში დაწერეს კიდეც, ვისაც ცოლად გაყვა, ყველა მოუკვდაო.


იხილეთ ვიდეო:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სუზი
კარგად უგულავია მაგრამ შვილები არავითარ შემთხვევეში არ უნდა დაღუპვოდა, თანაც ორივე. რა საშინელებაა.
09:38 / 14-04-2018
გამოხმაურება / 1 /
irma
ras kvia kargad ugulavia.es sabjouri da martla veluri mentaloba rodis unda moishalot kartvelebma.ar gatenda ra 21 saukuneshiz tkventvis.koshmar.
09:05 / 30-07-2019
lile
ღმერთო რამხელა ტკივილით ცხოვრობს ალბათ.. გული ვერ უძლებს..
18:38 / 12-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS