03 აპრილი, 2018
მამაკაცმა საყვარელი ქალის დედა მოკლა, რომელიც ქალიშვილისგან მალულად მისი საყვარელი იყო
აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლოში პროცესი დასრულდა - სარჩელი 29 წლის ჰაჩმაზ სამირ გაჯიალიევის წინააღმდეგ იყო შეტანილი. მამაკაცს თვითნებური მკვლელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ მომხდარის ყველა დეტალი შეისწავლა და გაჯიალიევას სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველადი განაჩენი ძალაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, სამირ გაჯიალიევს მისი 25 წლის შეყვარებულის, რეიხან.ფ.-ს დედასთან, 47 წლის გულნაზ. ს.-თან საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

მორიგი პაემნის დროს, სამირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მცირე წაკამათების დროს ქალი ნაჯახით
დაჩეხა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS