27 მარტი, 2018
ცოლი მივატოვე, რადგან ის თავს აღარ უვლიდა - ერთი წლის შემდეგ კი ერთმანეთს კვლავ შევხვდით
სიყვარული მაშინვე არ კვდება, ის იღუპება თანდათანობით, ნელ-ნელა. ის ყვავილია, რომელიც გახმება, თუ არ მორწყავთ.

ერთი მამაკაცის ისტორია გაფრთხილებაა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახი თავისთავად ვითარდება:

"ერთი წლის წინ ცოლი მივატოვე. განქორწინება ვთხოვე იმ მიზეზით, რომ სხვას შევხვდი. სხვა ქალი მომხიბვლელი, გამხდარი, ახალგაზრდა და ლამაზი იყო. როცა ერთად ვრჩებოდით, ჭკუიდან გადავდიოდი. ჩვენ სამსახურში კოლეგები ვიყავით. ცოლისთვის გაცნობიერებულად არ მიღალატია, უბრალოდ ერთ დღეს დავინახე, რომ ჩემს გვერდით იყო ნამდვილი ნიმფა, სახლში კი მელოდა ქალი, რომელსაც ქალური
მომხიბვლელობა სრულიად დაეკარგა.
Rating
ის ძალიან გასუქდა, მოეშვა და მისი მუცელი სტრიებით დაიფარა. ცოლს გაღიმებულსა და ნორმალური ვარცხნილობით თითქმის ვეღარ ვხედავდი, უცნაურ, ტომრისებურ სამოსს ატარებდა. თავი დაანება ფრჩხილებზე ლაქის წასმას, ფეხების პარსვას, ბიუსჰალტერის ტარებას. მას ვეღარ ვცნობდი, აღარ ჰგავდა ქალს, რომელიც ოდესღაც გავიცანი. და მე წავედი.

თავს საშინელ ადამიანად ვგრძნობდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ერთ დღესაც შემთხვევით სავაჭრო ცენტრში ერთმანეთს შევხვდით და როგორც იტყვიან, ყბა ჩამომივარდა. მე ვხედავდი ჩემს ცოლს და ამასთან ეს იყო სრულიად სხვა ადამიანი. ის იყო გამხდარი, უმშვენიერესი ცისფერი კაბა ეცვა, თმა მხრებზე ეფინებოდა, ლოყებზე კი რუმიანა უციმციმებდა. როგორც სულელი, მივხვდი, რომ ისევ შეყვარებული ვიყავი.

არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ცვლილებები - ქალები ხომ ამოუცნობი არსებები არიან. მაგრამ დავფიქრდი - იქნებ ის იმდენად იყო დაკავებული სახლის საქმეებით, ბავშვებით, ჩემით, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებოდა. სტრიები და მკერდი კი ჩვენი ორი შვილისგან დატოვებული კვალია. სახლი მოწესრიგებული იყო, მაგიდაზე ვახშამი ყოველთვის მელოდა, მე კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ის დეპილაციასა და ვარცხნილობას არ იკეთებდა. იქნებ ის ძალიან ცდილობდა ამას, მე კი ვერ დავაფასე.
Rating
მისი შეჩერება და მასთან საუბარი მსურდა, მაგრამ მას მამაკაცი მიუახლოვდა, რომელმაც ხელი ჩაჰკიდა. მაშინ მწუხარება ვიგრძენი, მივხვდი, რომ გარეგნული სილამაზის დევნაში საყვარელი ადამიანი დავკარგე.

მე მისი შინაგანი შუქი ჩავაქრე, სხვამ კი სწორედ ეს შუქი აანთო და ნათების საშუალება მისცა. მან ის დაიცვა, გააძლიერა და ასწავლა, როგორ ეზრუნა საკუთარ თავზე.
Rating
ამბობენ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - მაგრამ უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან. და რაც უფრო ადრე დავფიქრდებით ამაზე, მით უკეთესი იქნება."

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სოსო
ამ სტატიის ბოლოში რომ გვირგვინიანი ქალია და ეტყობა სილამაზის კონკურსში გამოდიოდა,გულზე ხელი დაიდეთ და თქვით,მოგწონთ ვინმეს?
14:49 / 08-04-2018
გამოხმაურება / 1 /
))))
ნეტა შენ თუ მოსწონხარ ვინმეს?
16:04 / 16-04-2018
კაცი
აშკარად ქალის მოგონილი და დაწერილი ისტორიაა, ისე სათუთად აღწერს ამ პრობლემას :)
17:33 / 02-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ME
ჩაგივარდა კოვზი ნაცარში? :D
17:57 / 28-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS