26 მარტი, 2018
ცნობილი ქორწილები და საქორწილო სუფრები ძველ საქართველოში
საქორწილო სუფრა ქართული სუფრის ტრადიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივია. ხალხურ მეხსიერებაში თუ ლიტერატურულ ტექსტებში დღემდე შემორჩენილია ლეგენდარული საქორწილო სუფრების შესახებ ამბები, რომლებიც დავიწყებას ძნელად თუ მიეცემა.

ერეკლე მეორის ქალიშვილის, თამარისა და სარდალ, დავით ორბელიანის ქორწილს ასე აღწერს სოლომონ თეზელიშვილი «სუფრის ისტორიაში»: ათი საათისათვის სასახლეში დავით ორბელიანის ნათესავები გამოცხადდნენ და თამარს ნიშნად ოქროს სინზე დაწყობილი ძვირფასი სამკაულები და დიდ ვერცხლის ლანგრებზე დალაგებული შაქრით დამზადებული ტკბილეული მოართვეს, შემდეგ სტუმრები თავდახრით გამოეთხოვენ დარბაზში მყოფთ და ზურგშეუბრუნებლად, უკუღმა
ნაბიჯებით გაიკრიფნენ დარბაზიდან. საღამოს სტუმრები და სასახლის მოქალაქენი კვლავ შეიკრიბნენ რუსული აუდიენციის ზალაში, სადაც გაშლილი იყო გრძელი სუფრა. ანა (მამიდა) კარებში შეეგება სასურველ სიძეს, შუბლზე ეამბორა და მეუღლეს წარუდგინა.

სამი დღე გაგრძელდა საქორწინო ნადიმი. ღამენათევი, ნაქეიფარი სტუმრები ძლივს ასწრებდნენ გამოძინებას. სუფრა ხან აივანზე, ხან ბაღში იშლებოდა და გაუთავებლივ ისმოდა საზანდრის შეწყობილი ხმა, დუდუკთა ღუღუნი, აშუღთა გამყივარი სიმღერები და გულისცემასავით ამაღელვებელი ბაგა-ბუგი დაირებისა. ყველაზე პატივსაცემი სტუმრები ამ ნადიმზე რუსი ოფიცრები იყვნენ, რომელთაც ყოველთვის საპატიო ადგილზე სვამდნენ და ღვინის სმაში ავარჯიშებდნენ. ალექსანდრ რატიევს (რატიშვილი) ეშინოდა მის ხელქვეით ოფიცრებს რაიმე უწესობა არ ჩაედინათ და სასტიკად უკრძალავდა ყველას მისი ნებართვის გარეშე ღვინის დალევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სუფრას თავად მეფე ერეკლე ესწრებოდა. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS