ლეგენდა გვამცნობს, რომ 1867 წელს დაბადებული თავადი ზაქარია მდივანი სინამდვილეში აზნაური იყო, თუმცა, გენერალ-მაიორის ჩინს მაინც მიაღწია. მეტიც, მდივანი რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი გახლდათ. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, ზაქარია მდივანმა ნოე ჟორდანიას მთავრობისგან
ნინო მდივანის ისტორია და-ძმების მსგავსად, გამორჩეული და განსაკუთრებულია. მეფის რუსეთის გენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედის ქალიშვილის ნინოს დაბადების თარიღი უცნობია.
წარმატებული კარიერისა და მაღალი თანამდებობების წყალობით, ზაქარია მდივანმა შეძლო უფროსი შვილებისთვის (სავარაუდოდ სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მდივნების ოჯახის კეთილდღეობა 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაირღვა. ემიგრაციაში წასულმა ოჯახმა ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი პარიზს შეაფარა თავი.
მდივნებს განსაკუთრებული ხიბლი და შარმი ჰქონდათ, წარმატებაში ხელს უწყობდათ განათლება, ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. ულამაზესი ქალი სამჯერ იყო დაქორწინებული.
1925 წ. ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა, მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.
ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ ართურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.
ნინო და დენისი
1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატსა და ავიატორის დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა.
განაგრძეთ კითხვა: