1955 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმატორი ირწმუნებოდა, რომ ჰიტლერი სამხრეთ ამერიკას აფარებდა თავს. მისი თქმით, 1945 წლის აპრილში, გერმანელ დიქტატორს თავი არ მოუკლავს, მან გაქცევით უშველა თავს.
აგენტმა ფსევდონიმით CIMELODY-3 განაცხადა, რომ მისი ხელქვეითი ესაუბრა ყოფილ ესესელ ფილიპ
„სიტროენი მუშაობდა ჰოლანდიის სამეფო სანაოსნო კომპანიაში და ფიურერს თვეში ერთხელ ხვდებოდა, როცა მივლინებით მარაკაიბოდან კოლუმბიაში მიდიოდა“, - განაცხადა ინფორმატორმა.
სიტროენმა აჩვენა ფოტოსურათიც, რომელზეც აღბეჭდილი იყო ჰიტლერი 1954 წელს ქალაქ ტუნჰაში. ინფორმატორის თქმით, გაქცევიდან ერთი წლის შემდეგ ფიურერმა კოლუმბია დატოვა და არგენტინაში გაემგზავრა.
ოფიციალური ვერსია კი ყველასთვის ცნობილია - ადოლფ ჰიტლერმა საბჭოთა არმიის მიერ ბერლინის შტურმისას, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისტორიულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ჰიტლერის ნეშტი მისმა მკურნალმა ექიმებმაც ამოიცნეს.