21 თებერვალი, 2018
"მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა" - ნანი ბრეგვაძის უცნობი ისტორია, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით
ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის პოპულარობას საბჭოთა კავშირის პერიოდში მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალბატონი მკვეთრი აქცენტითა და ძლიერი ხმით ყოველთვის ხვდებოდა საზოგადოების თვალთახედვის არეში. მისით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა, მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა, ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი
ისევ მარტო დარჩა...

"დედიკოს გოგო"

როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის პირველი კრიტიკოსი.

დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა, ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა.

დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩინა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა, როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა, მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.

გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება, სამეცადინოდ წასასვლელად თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო. როცა გაიგო, რომ მისი მონატრების გამო დედა ღამ-ღამობით ტიროდა კიდეც, გოგონამ დაარწმუნა მეუღლე და ისინი ოლგა ალექსანდროვნასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

დედა ნანის მაქსიმალურად უწყობდა ხელს. ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო.

ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა, ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დავით
ელიტარულ ბო..ად სად ჩამოყალიბდა?
10:09 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS