16 თებერვალი, 2018
"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ
ტრაგედია დატრიალდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - 37 წლის გ.ლ. და 32 წლის ნ.ჯ. მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე და თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არაგვისპირელები ტრაგედიის მიზეზებზე ვერ ლაპარაკობენ. მათი თქმით, ოჯახი იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ ცოლ-ქმრის სიცოცხლის მსგავსი დასასრული სრულიად გაუგონარია.

გვესაუბრება არაგვისპირის ერთ-ერთი მცხოვრები:

- გარდაცვლილი ბიჭის დედ-მამა მშრომელი და გონიერი ხალხია. თავიანთი შრომით
ვაჟს თბილისში სახლიც შეუძინეს; თუმცა, თავადაც საოცრად შრომისმოყვარე და გონიერი ახალგაზრდა იყო და ცხოვრებაში გზის გაგნება არ გასჭირვებია. ბოლო დროსაც საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა. დაოჯახებაც საკუთარი არჩევანით გადაწყვიტა, - ჩვენებური, დუშელი გოგონა შეირთო ცოლად. ამ ქორწინების ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ გოგონა ქორწინებისას არასწრულწლოვანი იყო - ასე 15-16 წლისა, თორემ ოჯახი ლამაზი ჰქონდათ, სამი შვილი შეეძინათ. გარშემომყოფთათვის ოჯახი შეხმატკბილებული ჩანდა…

- ახლა რა მოხდა?


- არც ეგ ვიცით. ეგ იყო, რომ ბოლო დროს თბილისიდან არაგვისპირში დაბრუნდნენ ბავშვებიანად და სოფლიდან დადიოდნენ სამსახურებში. თუმცა, ესეც რა გასაკვირია, ჩვენი სოფელი თბილისთან ახლოს არის, დედაქალაქის ახლო-მახლო სოფლებიდან ბევრი დადის თბილისში სამუშაოდ, ხალხს ჰაერზე ცხოვრება ურჩევნია. ბავშვებიც სოფლიდან დაჰყავდათ თბილისის სკოლაში. იმ დღეს, ბავშვები თან არ ჰყოლიათ, მარტო იყვნენ. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, - დედაქალაქისაკენ მიმავალ ტრასასთან ახლოს, სოფელ ბოდორნასთან, ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა შუადღეს, - საბრალოები არაგვის პირას იყვნენ - ბიჭი ხეზე იყო ჩამოკიდებული, გოგო კი მდინარის პირას იწვა. ამის მნახველი მწყემსი დღემდე ვერ მოსულა გონზე... 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS