ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ მსახიობის სურათი ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.
"ადრე ანჯელინა ჯოლისა და მისი ქმრის სურათი იყო გაკრული, მაგრამ ცოცხლები არიან და უხერხულია, ამიტომ მონროთი ჩავანაცვლეთ, მაინც მკვდარია", - განმარტავენ საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფი პირები.
მათივე თქმით, მსახიობთა პორტრეტების ნიმუშის სახით გამოფენა იმ მხატვრის იდეაა, ვინც საფიჩხიის სასაფლაოზე გარდაცვლილთა პორტრეტებს ხატავს.
მოამბე