13 თებერვალი, 2018
ის ნასვამი არ დაჯდა საჭესთან, დილით კი აი, რა წერილი დახვდა
პაულა შულცი რესტორანში მეუღლესთან ერთად ვახშმობდა, ღვინოც დალიეს. ნასვამებს რომ არ გაერისკათ, საკუთარი და სხვისი სიცოცხლეც საფრთხეში რომ არ ჩაეგდოთ, ავტომანქანა რესტორნის სადგომზე დატოვეს და შინ ტაქსით დაბრუნდნენ.

მეორე დილით პაულა მანქანის წასაყვანად დაბრუნდა, საქარე მინაზე კი წერილი დახვდა. აი, რას წერდა რესტორნის მენეჯერი:

„ძვირფასო სტუმარო,

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საკუთარი ავტომობილი ღამით ჩვენს ავტოსადგომზე დატოვეთ. მადლიერებას გამოვხატავთ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ და ნასვამი არ დაჯექით საჭესთან. პატივისცემის ნიშნად, მიიღეთ ვაუჩერი ნახევარ კილოგრამ ჩვენს უგემრიელეს
ქათმის ფრთებზე.

დააფასეთ სცოცხლე, კარგ უქმეებს გისურვებთ!“

ამ წერილის ავტორი, რესტორნის მენეჯერი ჯეიკ მაკ ლიანი ამბობს, რომ ამგვარი ბარათების დატოვება გადაწყვიტა სტუმრების წასახალისებლად, რომ საჭესთან ნასვამები არ დასხდნენ.

ჯეიკის აზრით, მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, წახალისებითა და კარგი მაგალითებით შეიძლება ბრძოლა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS