ორსულობის მეხუთე თვეს სასწრაფოდ საკეისრო კვეთა გახდა აუცილებელი. როგორც კი ბავშვი დედის მუცლიდან ამოიყვანეს, ახალშობილს გული გაუჩერდა, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა. ბეკი შფოთავდა, ხოლო როცა გააცნობიერა, რა მოხდა, ისტერიკა დაეწყო!
ბეკის ვერ ამშვიდებდნენ, ახალგაზრდა დედა ვერაფრით იჯერებდა მომხდარს... აღმოჩნდა,
სანამ ახალშობილი შოკურ მდგომარეობაში იყო, ექიმებს მის გადასარჩენად ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და შეუძლებელი შეძლეს! ბავშვს ელექტროშოკური თერაპია ჩაუტარეს, შემდეგ რეანიმაციაში მოათავსეს და ისეთი რამეები ჩაატერეს, რაც მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლება ნახოთ.
სინამდვილეში ყველაფრის ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება. მედიკოსებმა ახალშობილი სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს, სადაც მისი სხეულის ტემპერატურა 33 გრადუსს ქვემოთ ჩამოჰყავდათ. ეს პროცედურა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ტვინი არ დაზიანებულიყო იმ 8 წუთის განმავლობაში, როცა მას ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ასე გრძელდებოდა ოთხი დღის განმავლობაში.
„მე და ჩემი ქმარი ყოველდღე მის გვერდით ვიყავით, მაგრამ არ შეგვეძლო მოვფერებოდით, შევხებოდით ჩვენს პატარას. ოთხი კვირის განმავლობაში უილოუს არ უტირია იმიტომ, რომ უამრავი მილი ჰქონდა ჩადგმული. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან გვინდოდა ჩვენი გოგონას ტირილის მოსმენა“, - აღიარა მოგვიანებით გაწამებულმა დედამ.
საბედნიეროდ, გოგონას სხეულის ტემპერატურა სწრაფად დასტაბილურდა. ტვინის დაზიანება თავიდან აიცილეს, რაც ნიშნავს, რომ გოგონა ნორმალურ ცხოვრებას შეძლებს, თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ შეიძლება ბავშვის შემდგომ ნორმალურ განვითარებას საფრთხე შეექმნას. რისკის არსებობის მიუხედავად, უკვე წელიწად-ნახევარია ყველაფერი კარგადაა და ყველა სასიცოცხლო პროცესი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს.
უილოუ ჯანმრთელი ბავშვია, რომელიც თავის ბედნიერ ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
ექიმების შრომა ფასდაუდებელია, მათ ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს.