12 თებერვალი, 2018
50 წლის მანდილოსანი მოზარდივით გამოიყურება - მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნილია
ყველა ქალი ოცნებობს, არასოდეს დაბერდეს, მარად ახალგაზრდად დარჩეს და არასოდეს დაინახოს სახეზე აუტანელი ნაოჭები. და ამ ოცნებასთან მისაახლოებლად, ქალები მთელ მსოფლიოში უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და პლასტიკურ ოპერაციებზე. მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს გამოსავალი არ არის.

ერთადერთი „პროდუქტი“, რომელმაც შეიძლება ახალგაზრდობა შეგინარჩუნოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესია.

ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ქალი, რომელსაც ახლახან 50 წელი შეუსრულდა. ქალბატონი პუსპა დევი ორი მოზარდი ვაჟის დედაა და როცა ის ერთ-ერთ მათგანთან ერთად არის, ისინი ყველას წყვილი ჰგონია.

Rating

ქალბატონმა პუსპამ თავის 50 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოები ინტერნეტქსელში განათავსა და საოცარი პოპულარობაც მოიპოვა. ინტერნეტმომხმარებლები მისი ახალგაზრდული გარეგნობით გაოცებულები და აღფრთოვანებულები არიან.

პუსპა დევი ჯაკარტიდანაა (ინდონეზია) და კერძო მეწარმეა. მისი სოციალური ქსელიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობითაა დაავებული. სპორტის დახმარებით მოხდენილ გარეგნობასა და ჯანმრთელობას ინარჩუნებს.

Rating

50 წლის ასაკში გამოიყურებოდე ასე ახალგაზრდულად, იოლი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამას, სულ მცირე, ძლიერი მოტივაცია და მკაცრი დისციპლინა სჭირდება. ფორმის შენარჩუნება სერიოზული ამოცანაა და ძლიერი ნებისყოფა სჭირდება. ეს ყველას არ შეუძლია.

დაათვალიერეთ ამ საოცარი ქალის ფოტოები და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS