05 თებერვალი, 2018
დედამ 37 წლის შვილი ჯაჭვით დააბა, რომ ნარკომანიისგან განეკურნა - გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა
გამოძიებამ დაადგინა როშალში მცხოვრები 37 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი. რამოდენიმე დღის წინ ირინა მოსკვიტინა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მას კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. გოგონა გარდაიცვალა გონებაზე მოუსვლელად.

პოლიციელები მივიდნენ ირინას დედის სახლში და იქ აღმოაჩინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი: ჯაჭვები, ხელბორკილები, ჯოხები და სისხლის გუბეები. სამართალდამცავ ორგანოებს მეზობლებმა მიმართეს, რადგან მათი სახლიდან გამუდმებით ისმოდა ყვირილის, ბრახუნისა და ტირილის ხმა.

მათივე გადმოცემით, დაზარალებული გათხოვილი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში დედასთან ცხოვრობდა. ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ირინას ძალიან მკაცრი დედა ჰყავდა.
სამსახურში წასვლის წინ ის ჯაჭვით აბამდა გოგონას, რათა "წესიერად მოქცეულიყო".

ირინას თანაკლასელი მიხეილი ყვება, რომ სკოლაში გოგონა მორიდებული იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა. დედა კი ადეკვატური და მშვიდი ქალი გახლდათ.

სკოლის შემდეგ, ირინა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა სკოლაში დაიწყო. გათხოვდა და ქმართან ერთად ახალნაყიდ სახლში ცხოვრობდა. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS