- ამერიკული ჟურნალის რეპორტიორები გურჯაანში რომ ჩამოვიდნენ, მე სკოლაში ვსწავლობდი, თან ვცეკვავდი. უცხოელები სტატიას ამზადებდნენ საქართველოზე და ჟურნალის გარეკანზე დასაბეჭდად გოგონას ეძებდნენ.
ჟურნალ LIFE-ში ფოტოს დაბეჭდვის შესახებ მხოლოდ ორი წლის მერე შევიტყვე, მას შემდეგ, რაც გაზეთმა "კომუნისტმა" გამოაქვეყნა, რომ ამერიკულმა გამოცემამ დაბეჭდა სტატია საბჭოთა კავშირის ქვეყნების შესახებ, სათაურით: "საბჭოთა ხალხი ღმერთის დაუხმარებლად", სადაც საქართველოზე ვრცლად ეწერა და ჩემი ფოტოც ჰქონდათ დართული.
"სუხიშვილებში"
სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თან უნივერსიტეტის ანსამბლში ვცეკვავდი. იმ პერიოდში იმართებოდა ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი, სადაც ილიკო სუხიშვილი იყო ჟიურის თავმჯდომარე. კონკურსის დასრულების შემდეგ შემომთავაზა, არ გინდა, ჩვენს ანსამბლში იცეკვოო. ნინო რამიშვილმა პირდაპირ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო? არ მიყვარს, ანსამბლში ვინმეს რომ მივიღებ და მალე თხოვდებაო. პირობა შევუსრულე, ანსამბლში მისვლიდან გვიან გავთხოვდი.
განაგრძეთ კითხვა: