შამალოვი კომპანია "სიბურის" ერთ-ერთი მმართველია, ტიხონოვა კი - სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი.
2017 წლის აპრილში შამალოვმა "სიბურის" აქციების მისი კუთვნილი 17% ლეონიდ მიხელსონს მიჰყიდა. თავის მხრივ, შამალოვმა აღნიშნული აქციები 2014 წელს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსგან იყიდა. "ბლუმბერგის" წყაროს მოსაზრებით, ეს აქციები ერთგვარი "ნდობ
"ბლუმბერგის" მტკიცებით, აქციების გაყიდვით, მას მოგება არ ჰქონია. ის ახლა "სიბურის" აქციების 4%-ზე ნაკლებს ფლობს.
სააგენტო სხვა დეტალების შესახებ არ წერს. არც ის არის ცნობილი, ოფიციალურად დაშორდნენ თუ არა შამალოვი და ტიხონოვა ერთმანეთს. რუსული საინფორმაციო საშუალება РБК წერს, რომ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასამართლო ბაზებში განქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ბანკ "რასიას" აქციონერის შვილის, კირილ შამალოვისა და კატერინა ტიხონოვას დაქორწინების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. "როიტერსი" წერდა, რომ ტიხონოვა პუტინის უმცროსი ქალიშვილია. სააგენტოს ინფორმაციით, ქორწილი 2013 წელს შედგა ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთ კურორტზე, თუმცა, მათი ქორწინება ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა. პუტინის ოჯახის წევრები ყოველთვის ახერხებენ, პირადი ცხოვრება საზოგადობისგან დაფარული ჰქონდეთ.
განაგრძეთ კითხვა: