"არ ვიცი რა ხდება საქართველოში... ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა...
ორივე მხარესთან მაქვს კითხები:
თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?
შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე?
თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ?
თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წაროგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს ზედმეტი დოზისგან კომაში? მდგარხართ ამ კომაში მყოფი, ჰეროინის ზედმეტი დოზიდან ხელოვნური
40 დღე?
თქვენ გითევიათ ღამეები ამ ნარკომანის საწოლის გვერდზე, როცა მას ინფარქტი ჰქონდა კოკაინის ზედმეტი დოზისგან? გითრევიათ იგი ინვალიდის ეტლით? თქვენს კარზე უბრახუნებია ნარკოტიკების ბარიგების ხროვას ფულისთვის? თქვენი ნივთები გაუყიდიათ ნარკომანებს? სახლი? თქვენ ამ ნარკომანთან ერთად სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავთ თუნდაც ერთხელ?
განაგრძეთ კითხვა: