ფსკოველი ბონი და კლაიდი: სიკვდილი ონლაინ
15 წლის ფსკოველი მოსწავლეები კატია და დენისი წელიწად-ნახევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ 15 წლის გოგონამ მშობლებს დაქალთან დარჩენა სთხოვა. მშობლების უარს ყურადღება არ მიაქცია და მაინც წავიდა. შინდაბრუნებული მშობლებმა მკაცრად დასაჯეს. ამის შემდეგ კატიამ სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მეგობარ ბიჭთან ერთად.
ბიჭმა დედას საფულიდან საბანკო ბარათი ამოაცალა, ანგარიშიდან ფული მოხსნა და ქალაქგარეთ გასამგზავრებელი ბილეთები იყიდა. გოგონას მშობლებს სოფელში სახლი
მეზობელმა იცოდა, რომ კატიას მშობლები სოფელში ზამთარში არ ჩადიოდნენ. ამიტომ, როცა მათ სახლში შუქი დაინახა, პოლიცია გამოიძახა.
აღმოჩნდა, რომ ამ სახლში ორი დღის განმავლობაში იმალებოდნენ კატია და დენისი. მათ სახლში გოგონას მამინაცვლის, სამხედრო პირის სამალავს მიაგნეს, სადაც იარაღები და ტყვიები იპოვეს. როცა მათ სახლს პოლიცია მიადგა, მოზარდებმა ცეცხლი გაუხსნეს.
განაგრძეთ კითხვა: