მრცხვენია ამას რომ ვამბობ, თუმცა, ერთადერთი, რასაც მის მიმართ ვგრძნობ, სიყვარული კი არა ზიზღია. რატომ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გწერთ ამ წერილს და იქნებ, თქვენ დამეხმაროთ დავძლიო ეს განცდა, რომელიც შიგნიდან მანადგურებს და ყველაფერს მირევს.
ერთმანეთს პირველად 12 წლ
კაფეტერიაში დამპატიჟა, მითხრა, გასწავლი ლექტორებზე შთაბეჭდილება როგორ უნდა მოახდინო და საერთოდ, როგორ უნდა ელაპარაკოო. თავიდან საუბარი მართლაც ამ თემით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ათას რამეზე ვისაუბრეთ. როცა მემშვიდობებოდა მითხრა, ახლა აუდიტორიაში ავალ და ქალბატონ ლექტორს მადლობას გადავუხდი შენი გაცნობის საშუალება რომ მომეცაო.
მე გამეღიმა. არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა? ხომ არ ვეტყოდი, მეც შენთან ერთად წამოვალ-მეთქი. მოკლედ ასე, იმ დღის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით. ერთი თვის შემდეგ კი უკვე შეყვარებულების ამპლუაში.
ახლა რომ ვიხსენებ, ვაცნობიერებ, მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი. ამას ალბათ პირველკურსელები გამიგებენ. ამ დროს ხომ ახალ ცხოვრებას იწყებ და გოგონების უმრავლესობას ახალი ცხოვრების დასაწყებად გეგმაც შედგენილი აქვთ, ერთ-ერთი კომპონენტი აუცილებლადაა ახალი შეყვარებული. მეც ამ გეგმას მივდევდი და თავგადასავლებს ვეძებდი. არ ვამბობ, რომ არ მომწონდა, მეტიც - მიყვარდა, მაგრამ მიღალატა, თავის ყოფილ შეყვარებულთან და ამას ვერ ვაპატიებდი. უფრო სწორად კი არ მიღალატა, მღალატობდა. ჰო, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გავიგე. იმ გოგოს კი ჩემს შესახებ არაფერი სცოდნია. ისტერიკების გარეშე დავშორდი. მიზეზი არ ამიხსნია. მან შეიძლება ახლაც არ იცის მიზეზი.
მას შემდეგ წლები გავიდა. ვერ ვივიწყებდი, ზოგჯერ თავსაც ვიდანაშაულებდი. ალბათ, შეყვარებული ქალის ფიქრები მოგეხსენებათ და დაწვრილებით ახსნას აღარ გავაგრძელებ. რამდენიმე წლის წინ ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა. მის სახეზე ყველაფრის წაკითხვა ისევ შემეძლო. ნაძალადევი ღიმილიც შევამჩნიე, როცა ვუთხარი დაოჯახებული ვარ-მეთქი. მითხრა, მე ახლახან დავინიშნე, მალე ცოლადაც მოვიყვანო. მივულოცე, მე მართლა გამიხარდებოდა მისი გაბედნიერება, თან მე ხომ უკვე შვილიც მყავდა. ბევრი არ გვისაუბრია, დავშორდით, როგორც ძველი ნაცნობები.
5 წლის შემდეგ შევხვდი ამჯერად "ის" გამსაუბრებლის ამპლუაში მომევლინა. რიგით კომპანიაში მორიგი ვაკანსია გავაგზავნე და, რა თქმა უნდა, არც კი ვიცოდი, თუ "მას" რაიმე მაღალი თანამდებობა ეჭირა ან საერთოდაც იქ თუ მუშაობდა. დამინახა თუ არა დაიბნა, მის გარდა ოთახში ორი ქალი იჯდა. მე ყველას ერთად მივესალმე, მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა უადგილოდ მივიჩნიე. ასე დაბნეულად გავიდა პირველი 5 წუთი, შემდეგ მან თქვა, რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და მამეცადინებდა, რაც მართალი იყო. ისიც აღნიშნა, რომ ჩემს კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებოდა. დამსწრეებმაც ღიმილით შემომხედეს და მითხრეს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ.
მობილურზე "დადებითი პასუხის" ზარი მეორე დღესვე დაიწყო და მეც მუშაობას შევუდექი, თუმცა, არ ვიცოდი, მიღირდა თუ არა მის გვერდით მუშაობა, მით უმეტეს, როცა სამსახურში მისივე რეკომენდაციით ამიყვანეს. ეს თითქოს მის წინაშე ვალში მაგდებდა, მაგრამ ოჯახის გამო, სანამ სხვა სამსახურს ვიპოვიდი, გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა.
მუშაობის პირველ კვირებში მასთან ურთიერთობას ვერიდებოდი, მაგრამ მერე ამასაც მივეჩვიე. შევნიშნე, ბეჭედი არ ეკეთა და ერთ გოგონას ვკითხე ჰყავდა თუ არა ცოლი. როგორც გავიგე, ის არც არასდროს ყოფილა დანიშნული, დავეჭვდი და გადამოწმება ვცადე. გამბედაობა მოვიკრიბე და მის კაბინეტში შევედი, ვიფიქრე თან მადლობას გადავუხდი და თან ოჯახურ მდგომარეობაზე ვკითხავ-მეთქი. მასთან კიდევ ორი თანამშრომელი იჯდა და მათ წინაშე ტყუილს ვერ მეტყოდა. ოსტატურად გადავდიოდი თემიდან-თემაზე და სასურველ კითხვასაც მივადექი. თქვა რომ ცოლი არ ჰყავდა. როცა ის შეხვედრა გავახსენე დაიბნა, ზედმეტად დაიბნა. ახსნა ვერც კი სცადა, თუმცა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მან მომატყუა.
კაბინეტიდან რომ გამოვედი, იმასაც მივხვდი, რატომ დამეხმარა სამსახურის დაწყებაში. მან ამით თავისი უპირატესობა მაგრძნობინა და ამის შანსს არც მას შემდეგ უშვებდა ხელიდან. მახსოვს, ერთხელ დიდი ყუთებით დატვირთული უფროსის კაბინეტისკენ მივდიოდი, მან გამაჩერა და ახალი დავალების მოცემა დაიწყო, რომელიც ნებისმიერისთვის შეეძლო დაევალებინა. მე ხომ საწყის საფეხურზე ვიყავი, მას კი საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა.
მაშინ გადავწყვიტე, თავი არ დამეზოგა და იმ ტყუილისთვის, იმ ღალატისთვის და ჩემი დამცირებისთვის სამაგიერო გადამეხადა... ასეც მოვიქეცი. მე დღეს ამ კომპანიის 51%-ის მფლობელი, ჩემი პირველი შეყვარებული კი მხოლოდ რიგითი თანამშრომელია. ახლა წინ მისი განცხადება მიდევს და მხოლოდ ერთი მიზეზით არ ვაწერ ხელს. მე ის მძულს და მინდა, მუდამ ვუყურო, როგორ მუშაობს ჩემთვის.
იმასაც ვაცნობიერებ, რომ არასწორია, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავეხმარო საკუთარ თავს და მას.