21 იანვარი, 2018
მოსწავლემ გოგოს გამო მასწავლებელი მოკლა
ეს შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა: მასწავლებელი კლასში მოკლეს. მოსწავლემ მასთან „საქმის გარჩევა“ გადაწყვიტა და ახალგაზრდა მასწავლებელს სასიკვდილოდ სცემა, უფრო ზუსტად, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. მასწავლებელი სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

23 წლის ვიაჩესლავ პუშკინი ერთ-ერთ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად და კლასგარეშე ღონსძიებების ორგანიზატრად მუშაობდა. მისი მეგობრებისა და კოლეგების თქმით, მასზე უწყინარი ადამიანის წარმოდგენა ძნელია. დედამ ყველაფერი გააკეთა, დაბადებიდან უნარშეზღუდული (დაავადება თავის არეში ჰქონდა) ერთადერთი შვილი ფეხზე რომ დაეყენებინა. მომავალმა მასწავლებელმა კარგი განათლება მიიღო: სოციალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ის ძალზე უშუალო და კეთილი ადამიანი იყო. წერდა ლექსებს (ალბათ, ცნობილი გვარის გასამართლებლად), მაგისტრატურაშიც ჩააბარა.

სკოლა, რომელშიც ის ასწავლიდა, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ერთ დღეს სკოლაში 19 წლის სპორტსმენი მივიდა, წარმოშობით მახლობელი სოფლიდან იყო. მიუახლოვდა მასწავლებელს და ჰკითხა: „სლავა შენ ხარ?“ ამის შემდეგ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. ეს ყველაფერი მოსწავლეების თვალწინ მოხდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ბიჭს უნდოდა ჭკუა ესწავლებინა მასწავლებლისთვის, რომელიც სოცქსელებში მის შეყვარებულს „აბამდა“. სპორტსმენი შეცდა: მან სულ სხვა ადამიანზე იყარა ჯავრი. მასწავლებელი სამი კვირა იწვა საავადმყოფოში. თავზე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

მოსწავლე მაშინვე არ დაუპატიმრებიათ, როცა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაზარალებული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და პოლიციამ დამნაშავის დაპატიმრება აუცილებლად არ მიიჩნია.

მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და დამნაშავეს ცხრა წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS